რეპერს და მსახიობს, 50 ცენტს უკვე ცოლიც ჰყავს და 12 წლის ვაჟიც, თუმცა აცხადებს, რომ სურს შეყვარებული მამაკაცის როლი მოირგოს. რამდენად უცნაურად ჟღერს, ეს თქვენ განსაჯეთ, თუმცა მე გეტყვით, რომ Curtis James Jackson III-ს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული რამდენიმე ფილმში და ნამდვილად არ დაუტოვებია ნიჭიერის შთაბეჭდილება.
თუმცა მეტი სიცხადისთვის ამერიკელმა მომღერალმა პრესას განუცხადა, რომ აქამდე მის ძლიერ მხარეს ვიცნობდით რეპისთვის დამახასიათებელი აგრესიულ-სექსუალური ტექსტებიდან და მისი ბოლო კინო ნამუშევრიდან - 'Before I Self Destruct’. ახლა კი სურს ხალხს აჩვენოს, რომ მას შეუძლია იყოს როგორც რომანტიკული, ასევე ნაზი და ფაქიზი სუსტი სქესის წარმომადგენლებთან.
50-ს ნამდვილად რომ შეუძლია იყოს ნაზი და ფაქიზი, ამაზე შესაძლოა ისიც მეტყველებდეს, რომ მარტო პირად დაცვას 20 000 დოლარს უხდის კვირაში, მისი სახლი კი ულტრათანამედროვე უსაფრთხოების სისტემითაა აღჭურვილი.
დაუჯერებთ თუ არა შავკანიან რეპერს, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მანამდე კი კიდევ ერთ ახალ ინფორმაციას გეტყვით მომღერლის შესახებ : მისი რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი მალე იხილავს დღის სინათლეს და ნუ გაგიკვირდებათ თუ კიდევ ბევრ უცნაურ განცხადებას მოისმენთ მისგან.