WorstPreviews-ის ინფორმაციით, ამერიკელი რეპერი 50 Cent, რომელიც ბოლო დროს აქტიურად იკვლევს გზას ჰოლივუდისკენ ფილმს იღებს, რომლის სცენარიც თავად დაწერა.
სურათი „რევოლვერი“, ორი იარაღით არალეგარულ მოვაჭრე მეგობრის ამბავს მოგვითხრობს. ერთ-ერთ გმირს თავად რეპერი თამაშობს, მეორეს კი ჰოლივუდელი მსახიობი უილ კილმერი. ფილმის გადაღებები 2009 წლის დეკემბერში დაიწყება.
უნდა აღინიშნოს, რომ შემსრულებლის გეგმებში რამდენიმე კინოპროექტის განხორციელება შედის. რეპერი აგრეთვე პოლიციურ ბოევიკში „Caught in the Crossfire“ მონაწილეობის მიღებასაც აპირებს.