შავკანიანი რეპერი Jay-Z შერილ კოულს ამერიკაში კარიერის აწყობაში დაეხმარება. შერილმა ჯერ კიდევ გასულ თვეში გამოუშვა სადებიუტო ალბომი და პირველი სინგლი Fight For This Love, რომლის წყალობითაც ბრიტანეთის ჩარტების სათავეშიც მოექცა.
როგორც სჩანს, მისი წარმატება არ დარჩენილა ამერიკელი ვარსკვლავების ყურადღების მიღმა. შეგახსენებთ, რომ Girls Aloud-ის ლამაზმანი ბრიტანული X Factor-ის ჟიურის წევრია. სწორედ ამ შოუში შედგა მასსა და ბიონსეს შორის შეხვედრა და მიუხედავად იმისა, რომ შერილი ძალიან დაბნეულა და ერთი სიტყვაც ვერ უთქვამს, Rn'B დივაზე აშკარად არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება.
ბიონსესა და Jay-Z-ის შორის რომ სრული იდილიაა, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ბარბადოსელი რიანას შემდეგ, ეჭვიანობის ნაცვლად მეუღლეს აქტიურად უწყობს ხელს ბრიტანელი მომღერლის გავარსკვლავებაში. ვნახოთ როგორ მოირგებს შერილ კოული ამერიკულ იმიჯს და მიიღებს თუ არა მას ქართული აუდიტორია.