ხმის ჩამწერმა სტუდიამ ''Universal Music Group'' მსმენელს აცნობა, რომ 15 დეკემბერს რეპერ Lil Wayne-ის ალბომი გამოვა. დისკის ''Rebith'' გამოსვლა 7 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ მაშინ მუსიკოსი იძულებული გახდა, ალბომის გამოცემა განუსაზღვრელი ვადით გადაედო.
პროექტის განხორციელება კი სწორედ ახლა გახდა შესაძლებელი. ალბომში შესული პირველი ორი სინგლი ''Prom Queen'' და ''Hot Revolver'' უკვე ტრიალებს რადიოსადგურებში.