|
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 08
რატომ შეეცოდა კაბუს გოგო პლაჟზე |
|
|
ADMIN |
მსახიობი და რეპერი, კახა აბუაშვილი ანუ კაბუ, შეიძლება ითქვას, ქართველ გოგონებზე გულაცრუებულია. მისი აზრით, ბოლო დროს მათ შორის უზრდელები მომრავლდნენ. კახა ფიქრობს, რომ, საქართველოში ჯერჯერობით არ არის ევროპის ადგილი და აღიზიანებენ ის ადამიანები, რომელთაც უცხოეთიდან პირდაპირ გადმოაქვთ იქაური ცხოვრების წესი. ცოლთან გაყრილი რეპერი დაოჯახებას აღარ აპირებს, მაგრამ მაინც იტოვებს იმედს, რომ შეიძლება გამოჩნდეს ქალი, ვინც ჭკვიანად მოიქცევა და კაბუ მას "კანფეტებს აჩუქებს". უფრო ვრცლად მისი მშვენიერი ლედის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ. – კახა, სანამ უშუალოდ ჩვენს რუბრიკაზე გადავალთ, გვითხარით, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში? – ვმონაწილეობ სპექტაკლ "ფაუსტში". თოჯინებით არის გაკეთებული და მათ ვახმოვანებთ. თოჯინებიც თამაშობენ და ჩვენც. ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო და ჩემთვის სასიხარულო სამუშაოა. ამას ძალიან დიდი ხანი ველოდი. რაღაც პერიოდი სერიოზული ჩავარდნა მქონდა, მოწყვეტილი ვიყავი ამ სამყაროს, რომელიც, მარტივად რომ ვთქვა, ძალიან მიყვარს. – რაც შეეხება სიმღერას, ახალი ხომ არაფერი ჩაგიწერიათ? – კი, ჩავწერე ახალი სიმღერა და საერთოდ ალბომის გამოშვებას ვაპირებ, რომელსაც "ცრემლიანი აგვისტო" ერქმევა. ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ არ იქნება ბანალური. რა თქმა უნდა, ეს ალბომი იმ მოვლენებს შეეხება, რაზეც მკითხველი გაიფიქრებს სახელის წაკითხვისას, მაგრამ თუ მოუსმენენ, მიხვდებიან, რომ საერთოდ არ იქნება ლაპარაკი არც ომზე და არც პოლიტიკაზე. შეიძლება
...
კითხვის გაგრძელება »
|
კომენტარი: 7-თარიღი:კვირა,08.11.2009 | ნანახია: 2732|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|