სამშაბათი, 03.12.2024, 19:42
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2010 » აგვისტო » 04
რეპერი უაიკლიფ ჯინი ჰაიტის პრეზიდენტობას აპირებს
oboba333

ამერიკელი რეპერი უაიკლიფ ჯინი ჰაიტის პრეზიდენტობას აპირებს. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მუსიკოსი ტელეარხ Larry King Live-ის ღამის შოუში განაცხადებს.

The Daily Telegraph-ის ცნობით, ჰაიტის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს რეპერის ბიძა, აშშ-ში ჰაიტის ელჩი რაიმონდ ჯოზეფიც იყრის. არჩევნები 2010 წლის 28 ნოემბრისთვისაა დანიშნული.

უაიკლიფ ჯინი ჰაიტიზე დაიბადა და ბავშვობაც იქ გაატარა. მოგვიანებით ოჯახი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. 2005 წელს, როცა ჯინის კარიერა უკვე შედგა, მომღერალმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Yele Haiti დააფუძნა, რომელიც ქარიშხალ "ჟანასგან" დაზარალებულებს ეხმარებოდა.

როცა 2010 წელს ჰაიტიზე დიდი მიწისძვრა მოხდა და მას 300 ათასი ადამიანი შეეწირა, Yele Haiti-მ კვლავ გაშალა საქველმოქმედო კამპანია. თავად უაიკლიფი კი საქველმოქმედო სინგლის "We Are The World" ჩაწერაშიც მონაწილეობდა.

კომენტარი: 0-თარიღი:ოთხშაბათი,04.08.2010 | ნანახია: 887|
ვარსკვლავური ქორწინება
oboba333


ბოლო დროს შემოღებულ მოდას არც ალიშა ქისი ჩამორჩა და საიდუმლო ვითარებაში ოფიციალურად შეუღლდა პროდიუსერ და რეპერ სუისს ბითზე.

ალიშა სულ მალე პირველი ბავშვის დედიკო გახდება. ალბათ, ამანაც განაპირობა წყვილის ნაჩქარევი ჯვრისწერა.

ცერემონია ხმელთაშუა ზღვის ერთერთ კურორტზე შედგა. მოწვეულ სტუმართა რიცხვში მხოლოდ ახლობელები და ნათესავები მოხვდენენ.ასე რომ, 31 ივლისიდან ალიშა უკვე ოფიციალური მეუღლის როლშია.
ეს 29 წლის შემსრულებლისთვის პირველი ქორწინებაა, მისი მეუღლისათვის კი ტრადიცია - მან უკვე მოასწრო პირველ მეუღლეს გაშორებოდა. მისგან 3 წლის ვაჟიც ჰყავს. გარდა ამისა, ქალ-ვაჟი არაოფიციალური ურთიერთობებიდან.

კომენტარი: 3-თარიღი:ოთხშაბათი,04.08.2010 | ნანახია: 875|

კალენდარი

«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები