The Beach Boys-მა სნუპ დოგს ტექსტის შეცვლა აიძულეს
oboba333
რეპერი სნუპ დოგი იძულებული გახდა, სიმღერა "California Gurls"-ის ტექსტი შეეცვალა მას შემდეგ, რაც ჯგუფი The Beach Boys-ი მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
კომპოზიცია "California Gurls" მომღერალ კეტი პერის ახალი ალბომის პირველი სინგლია. სნუპ დოგი სიმღერის ჩაწერაში მიწვეული ვოკალისტის რანგში მონაწილეობდა. რეპერის მიერ დაწერილი ტექსტის ერთი მონაკვეთი გარკვეულწილად The Beach Boys-ის 1965 წელს ჩაწერილი "California Girls"-ის სიტყვებს მიემართებოდა. სწორედ ეს არ მოეწონათ კოლექტივის წევრებს.
სიმღერა "California Gurls"-ი კეტი პერის ახალ სტუდიურ ალბომში - "Teenage Dream" - შევა. დისკის გამოსვლა 2010 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.