ჟურნალმა „Forbes“ ყველაზე მდიდარი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს რეპერი „Jay-Z“ იკავებს. შემსრულებელმა გასული წლის მანძილზე მის კოლეგასთან, P. Diddy-თან შედარებით, რომელმაც „მდიდრების და ცნობილების“ რეიტინგში მეორე პოზიცია დაიკავა, ორჯერ მეტი თანხა გამოიმუშავა.
რეპერმა Jay-Z 2009 წლის ივნისიდან 2010 წლის ივნისამდე 63 მლნ. დოლარი მიიღო. P. Diddy – 30 მლნ. დოლარი; მესამე ადგილი კი ამერიკელ მუსიკოსს Aliuane „Akon“ Thiam ერგო 21 მლნ. დოლარიანი შემოსავლის წყალობით. ციხეში მყოფ ლილ უიეინს ერთი მილიონი დააკლდა მესამე პოზიციამდე და ამიტომ მეოთხე ადგილს დასჯერდა. წარმატებული რეპერების ხუთეული კი პოპულარულმა Dr. Dre დააგვირგვინა.
საოცარია, თუმცა ფაქტია, რომ ემინემი მხოლოდ მე-14-ე პოზიციას დასჯერდა, მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან მან სხვა ჰიპ-ჰოპ არტისტებთან შედარებით ყველაზე მეტი ალბომი გაყიდა. მისი წლიური ბიუჯეტი მხოლოდ 8 მლნ. დოლარს შეადგენს.