შაბათი, 01.02.2025, 08:08
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2010 » აგვისტო » 24
კენი ვესტმა MTV Video Music Awards-ზე გამოსვლის უფლება მიიღო
oboba333

New York Post-ის ინფორმაციით, კენი ვესტს 12 სექტემბერს ლოს-ანჯელესში MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოსვლის უფლება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების უკანასკნელ ღონისძიებაზე ვესტი უსიამოვნო ინციდენტის ავტორი გახლდათ. როდესაც ქანთრი მომღერალი ტეილორ სვიფტი ნომინაციის „საუკეთესო ვიდეო-შემსრულებელი“ გამარჯვებულად დასახელდა და სცენაზე მადლობის მოსახდელად ავიდა, რეპერმა მიკროფონი გამოსტაცა და განაცხადა რომ „ბიონსეს ვიდეორგოლი მისას ნამდვილად სჯობდა“.

სვიფტმა სიტყვის დასრულება ვერ შეძლო, მომხდარს კი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა: რეპერის რამოდენიმე კოლეგამ (მაგ: Jay Z) ღიად განაცხადა, რომ მისი საქციელი არასწორი იყო. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კი, რეპერს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ასეა თუ ისე, MTV VMA 2010-ის ორგანიზატორებმა ვესტს ღონისძიებაში მონაწილეობა შესთავაზეს და ისიც დათანხმდა. უკვე ცნობილია, რომ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ Florence and the Machine და რეპერი Drake.

კომენტარი: 0-თარიღი:სამშაბათი,24.08.2010 | ნანახია: 1060|

კალენდარი

«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები