ხუთშაბათი, 30.01.2025, 04:45
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2010 » აგვისტო » 21
ახალგაზრდა ბარაკ ობამა რეპერის კლიპში აღმოაჩინეს
oboba333

ინტერნეტის მომხმარებლებმა ბარაკ ობამა 1993 წელს გადაღებულ რეპერის კლიპში აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ტელეგრაფი" წერს.
ჯგუფ "Tag Team"-ის კლიპში, სახელწოდებით "Whoomp", ჩნდება მომღიმარი ახალგაზრდა ტელეფონით, რომელიც ძალიან ჰგავს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს.

ამასთან, ისინი, ვინც აღნიშნულ პირს ობამას ამსგავსებენ, აცხადებენ, რომ კლიპში ახალგაზრდა დომინოს მარცხენა ხელით თამაშობს, ბარაკ ობამა კი, როგორც ცნობილია, ცაციაა.

ცნობილია ისიც, რომ 1993 წელს 31 წლის ბარაკ ობამა ჩიკაგოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა.
2008 წელს კი, როდესაც ის ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ჰიპ-ჰოპის მიმდევრის, "Q-Tip"- ის ახალი ალბომის ჩაწერაში რეპის მოყვარულის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

კომენტარი: 0-თარიღი:შაბათი,21.08.2010 | ნანახია: 882|
რატომ არის მამაკაცებისთვის ცხოვრება უფრო რთული ლექსენის აზრით და რისთვის უხდის ის მადლობას მეუღლეს
oboba333


თვის უფრო ადვილია ცხოვრება; რომ ფიზიკური ძალა ხშირად გაცილებით ნაკლებად ჭრის, ვიდრე ქალური მომხიბვლელობა. სულით მაინც მონადირეა, თუმცა ამბობს, ნანადირევი წვალებად უნდა ღირდესო. „ქალის ენის“ სწავლა სულაც არ სჭირდება, იმისთვის, რომ მათ გაუგოს და გაანებივროს.

ლექსენი: მამაკაცობა, ალბათ, განიჭებს უპირატესობას, მაგრამ მე ამ უპირატესობაში მხოლოდ ფიზიკურ ძალას და იმ დატვირთვას ვგულისხმობ, რაც კაცის ანატომიასთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს კაცს მეტი შანსი აქვს, წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში, ამის არ მჯერა. უფრო პირიქით მგონია.

– რომ ქალს მეტი შანსი აქვს, იყოს წარმატებული?

– რა თქმა უნდა. ამაში ეჭვი გეპარებათ? მით უმეტეს, თუ ქალი ლამაზია. მას გაცილებით ადვილად გამოსდის საქმე, ვიდრე მამაკაცს. იმ მარტივი მიზეზით, რომ ქალი უფრო კარგად „იყიდება“ (იცინის).

– ანუ, ადამიანები ვიყიდებით?

– დიახ. შენზე მოთხოვნა როცა არის, ესე იგი, კარგად იყიდები. ასეა ყველა სფეროში – ქალზე კი ყოველთვის მეტია მოთხოვნა. მით უფრო ლამაზ ქალზე და მით უფრო შოუ-ბიზნესში. ამიტომაც ვთქვი, ქალისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა-მეთქი. თორემ, როგორ წაიყვან შენს ცხოვრებას და რა გამოვა საბოლოოდ შენგან, ეს მაინც პიროვნულია.

– ამბობენ, ლამაზი ქალები ხშირად სულელები არიანო.

– ჰო, მაგრამ მათი ჭკუა არც არავის უნდა. კაცს, რომელსაც უნდა, რომ ლამაზი ქალი „იყიდოს“, მის ჭკუაზე ნაკლებად ექნება პრეტენზია. ჭკუა ქალს თავისთვის სჭირდება, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარი: 0-თარიღი:შაბათი,21.08.2010 | ნანახია: 1185|

კალენდარი

«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები