კენი ვესტმა თაყვანისმცმელებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. მუსიკოსი 20 აგვისტოდან შობამდე ყოველ პარასკევს, საკუთარ ვებ-გვერდზე ახალი კომპოზციის დემონსტრირებას გვპირდება. ეს არ იქნება მხოლოდ მისი შემოქმედება, არამედ მათიც, ვისთან ერთადაც თანამშრომლობს და რომელთა ალბომების პროდიუსერიცაა.
პირველ პარასკევს თაყვანისმცემლებმა საჩუქრად Jay-Z და Swizz Beatz-ის მონაწილეობით ჩაწერილი სიმღერის „Power“ რემიქსი მიიღეს.
„ვიცი, რომ თითოეულ თქვენგანს გსურთ ახალი მუსიკა. ამიტომ, გადავწყვიტე ყოველ კვირას ახალი თრექი შემოგთავაზოთ. ამას პარასკევობით გავაკეთებ. ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი სიმღერები, არამედ მათიც, ვისთანაც ვთანამშრომლობ“ - აცხადებს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ კომპოზიცია „Power“, კენის ახალ ალბომში „Dark Twisted Fantasy“ იქნება შესული.