„Cypress Hill“ რიგითი ჯგუფი არასოდეს ყოფილა. საუთ გეითი პატარა ქალაქია, რომელშიც ორი მოზარდი B-Real – ლუის ფრისი და Sen Dog – სენენ რეიესი ჰიპ–ჰოპ მუსიკისა და „ძველი ბიჭების“ გავლენის ქვეშ გაიზარდნენ...
B-Real –ის მამა და უფროსი ძმა ქუჩის ცხოვრების „ვეტერანები“ იყვნენ, რის შედეგადაც მისთვისაც არ იყო ეს გარემო უცხო. ქუჩაში ბიჭი ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. იგი დაჯგუფების „Neighborhood Family“ წევრიც იყო და მისი ცხოვრების რიტმიც ძალიან სწრაფი გახლდათ...
ქუჩის ცხოვრება არც Sen Dog–თვის იყო უცხო, თუმცა, თავად არ მონაწილეობდა ქუჩის საქმეებში. იგი ამერიკული ფეხბურთით იყო გატაცებული.
ერთმანეთი დიჯეი „dj Maggs“–თან გაიცვნეს. Muggs–მა ყველაფერი იცოდა DJ–ინგზე. იგი იმ დროისთვის როკ–ჯგუფის „7A3“ პროდიუსერი იყო.
1991 წელს, კოლექტივმა სადებიუტო ალბომი „Cypress Hill“ ჩაწერა, რომელიც გამოსვლისთანავე ჩარტების ლიდერი გახდა. ჰიტებით „How I Could Just Kill A Man“, „Hand On The Pump“ და „Latin Lingo“ ბიჭებიი საქვეყნოდ პოპულარულები გახდნენ.
ამის შემდეგ, ჯგუფმა სახელწოდება ახლით – „Cypress Hill“ ჩაანაცვლა და ახალი წევრი – Eric Bobo მიიღო.
ერიკი ლეგენდარული კუბელი მუსიკოსის ვილი ბობოს შვილი იყო. 5 წლიდან ბიჭი პროფესიულ დონეზე უკრავდა, 16 წლისა კი, მამის ჯგუფის ლიდერი იყო.
„Insane In The Brain“ პირველი ჰიტი იყო ალბომიდან, რომელიც წარმატების ზენიტში აღმოჩნდა. კოლექტივი ალბომით ამტკიცებდა, რომ მათ hardcore–ს, gangster rap–სა და grunge–ის დაკვრა ერთდროულად შეეძლოთ.
ახალი ალბომის „Temples of Boom“, გამოსვლისთანავე Sen Dog–მა კოლექტივი დატოვა და საკუთარი პროექტი „SX-10“ ჩამოაყალიბა. ცოტა ხნის მერე, სენი ახალი ალბომის ჩასაწერად დაბრუნდა.
„თავი შავ პერიოდს არა ჯგუფის, არამედ ჩვენი მეგობრობის წყალობით დავაღწიეთ. ჩვენ წლებია ერთმანეთს ვიცნობთ და ვერანაირი ფული ვერ დაგვაშორებს. B-Real და ბობომ ჯგუფი გადაარჩინეს... ჩვენ გვიყვარს ერთად მუსიკის შექმნა. ვკამათობთ, როგორც სხვები, მაგრამ მაინც ვრიგდებით. პრაქტიკულად დაშლა და აღდგომა განვიცადეთ. „Cypress Hill“ – ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მეგობრები ვიქნებით ყოველთვის!“