თემო შათირიშვილი რეპის სამყაროში A.k.A " დონი" ამ სახელით არის ცნობილი. დაიბადა ქალაქ თბილისში 1985 წელს 19 აგვისტოს. გაზარდა ბებიამ და დედამ. ბავშვობიდან არის დაინტერესებული მუსიკით მარა მუსიკალური განათლება არ აქვს მიღებული. ასევე წლების უკან მოღვაწეობდა ერთ ერთ რეპ ჯგუფში. დონი პირველი ქართველი რეპერია, რომელსაც საკმაოდ კარგათ ქონდა მორგებული პირველი რეპერი ტელე წამყვანის იმიჯი. გადაღებულია ფილმებში, და ერთ ერთი დიდი კინო პროექტი რომელიც უნდა განხორციელებულიყო ერთი წლის უკან გერმანიაში, რაღაც პრობლემების გამო ვერ შედგა. ამ დროისთვის სწავლობს და პირადი საქმეებით არის დაკავებული, რისგამოც ჯერ ჯერობით არ ჩანს.
დონი, როგორც ცნობილია რეპერები კავშირში არიან კრიმინალურ და ქუჩურ სამყაროსთან, და უმეტესობაც იძახის რომ ქუჩაში გაიზარდა. შენ რამდენად გქონდა ან გაქვს ქუჩასთან შეხება?
[დონი] არ ვიცი ვინ რას იძახის და ვინ სად გაიზარდა, მარა მე ქუჩაში არ გავზრდილვარ, მე პირველ რიგში გავიზარდე ოჯახში, მარა ქუჩასთანაც მქონია შეხება რაღაც დოზით მარა როგორც ბევრს სჩვევია არ დავიწყებ ახლა ინტერვიუებში იმის (ბლატაობას) რომ პრისტუპნიკული ან ქურდული ცხოვრებით მიცხოვრია. მე პირველ რიგში ვცხოვრობდი ჩემი ცხოვრებით პატიოსნად და ასევე სულ მეკიდა ქურდული მურდული, პრისტუპნიკობა და ასე შენდეგ... უბრალოდ მე ყოველთის მქონდა ცხოვრებაში იმის სურვილი რომ რაღაცას მიმეხწია სამომავლოდ და ყოველთვის მქონდა ინტერესი რაღაცის: მუსიკის, სპორტის და ასე შემდეგ... რასაც რეალურად მეტ ნაკლებად ვანხორციელებდი, პირობებიდან გამომდინარე. ანუ იმის თქმა მინდა რომ ძაან ფუფუნებაში არ გავზრდილვარ, გავიზარდე უბრალო ოჯახში რომელსაც უამრავი გაჭირვება და სიხარული გადაუტანია. ასე რომ ბევრ რამეზე პირადათ მიწევდა ბრძოლა ჩემი ინტერესების და სურვილების განსახორციელებლად. არასდროს არ მქონია ისეთი შემთხვევა რომ რაიმე საქმეზე შესახვედრა ან მოსაგვარებლად რომ წავსულიყავი და იქ დარეკილი ყოფილოყოს იმ მიზნით რომ ეს ჩემი ნათესავია ან ჩემი ვინმე არის და ეს საქმე უნდა გამოუვიდეს. მარა ღმერთის წყალობით და დახმარებით ყველაფერი მაინც კარგად გამოდიოდა.
ანუ ძალიან წყნარი და მშვიდი ადამიანი ხარ?
[დონი] კი, საკმაოდ... უბრალოდ არავინ არ უნდა გამაბრაზოს და არ უნდა მაწყენინოს თორემ მერე საშინელი მონსტრი ვხდები, ოღონდ მართლა... იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ეგეთი, ვცდილობ რომ არავის ვაწყენინო. თან ძაან ნერვიული ვარ და ფეთქებადი ხასიათი მაქვს. ასევე არ მიყვარს პრობლემები და მიყვარს მშვიდობა და სიწყნარე.
ბავშობიდანვე ეგეთი ხარ თუ ნელნელა შეიცვალე?
[დონი] არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ბავშვობაში წყნარი ვიყავი. სკოლიდანაც ბევრჯერ გამოუგდივარ რის გამოც დედას ხშირად უწევდა სკოლაში სიარული ჩემი პრობლემების გამო. რასაც ახლა სიცილით ვიხსენებთ...ნარკოტიკტან და ალკოჰოლთან როგორი ურთიერთობა გაქვს? [დონი] ალკოჰილს რაც შეეხება, დალევით აღარ ვსვავ ადრე უფრო ვსვავდი მარა ბომჟურ დონეზე არ ვყოფილვარ არასდროს. კონცერტებზე და მეგობრებთან ერთად სიამოვნებით ვთვრებოდი, რასაც კურიოზები მოსდევდა ბოლოს. ხოლო ახლა ძაან იშვიათია რომ დავლიო. ნარკოტიკებს რაც შეეხება, არასდროს არ მქონია შეხება და არც სურვილი. სიგარეტის სუნსაც ვერ ვიტან, ისეთი ბიჭი ვარ. (იცინის) მხოლოდ ყავა არის ჩემი ნარკოტიკი.
შენს ჩაცმულობას და სტილს არ შემიძლია რომ არ შევეხო, რომელიც საკმაოდ ორიგინალურია.. დიდი ხანია ესეთი იმიჯი გაქვს? გიკეთია საყურე, თმა გაქვს ცოტათი შღებილი, რაიმე პრობლემები არ შეგქმნია მაგის გამო? საქართველოა მაინც და იმიტომ გეკითხები... [
დონი] მდაა, პრობლემები მაგისგამო ნამდვილად არასოდეს შემქმნია ქუჩაში მიუხედავად იმისა რომ ბავშობიდან ვიცმევ ისე როგორც მინდა და ვარცხნილობასაც ვიყენებ ისე როგორც მინდა, ასევე მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივად მიწევს ხშირად ფეხით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას სიარული. რაც შეეხება საყურეს. ყური პირველად გავიხვრიტე დახლოებით რომ ვიყავი 16 წლის, მაგრამ ცოტახანი მეკეთა მაშინ საყურე, მერე მომბეზრდა და მოვიხსენი.ხოლო მერე კიდევ გავიხვრიტე დაახლოებით ორი წლის უკან რის შემდეგაც უკვე აღარ მომიხსნია და ვატარებ და ვატარებ. ვარცხნილობას რაც შეეხება, ძალიან ბევრნაირად მქონია თმები ნაწნავები და ასე შემდეგ... ახლა შეღებილი მაქვს მარა ზალიან მინდოდა დრედების გაკეთება რაც ვერ ავიხდინე ოცნება დღემდე იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი ვერ მოვიძია ამ ქვეყანაში ვინც გამიკეთებდა დრედებს და ბოლო გავბრაზდი და შევიჭერი თმები რისთვისაც მქონდა გაზრდილი და მერე შევიღებე.
ოჯახში რას გეუბნებიან? როგორ ხვდებიან შენი სტილის მრავალ ფეროვნებას?
[დონი] ოჯახში თავიდან სერიოზული ჩიპე მქონდა, რაც ბუნებრივია. სულ პირველად რომ დავიწყე ჰიპ ჰოპ სტილზე ჩაცმა, მაგ დროს მქონდა ცოტა ფული ჩემს მიერ შეგროვებული, რადროსაც ძაალზედ მოდაში იყო კომბინიზონები. ეს იმ დროინდელ ამბავს ვყვები ვაგზალზე ციგნების ბაზრობა რომ ციგნების ბაზრობდა, ათი წლის უკან... ხო და წავედი ვიყიდე კომბინიზონი ძალიან დიდი ზომა, იმდენად დიდი ზომა რომ სახლში რომ მოვედი, კარი რომ გამიღეს ჯერ ცუდათ გამიხდნენ დანახვის თანავე და მერე მეც რომ ჩავიხედე სარკეში და დავინახე ჩემი თავი, ცოტა არ იყოს მეც შევწუხდი. მარა ახლა რომ ვთქვა რომ ისე დავდივარ როგორც ადრე ერთი 5-8 წლის უკან დავდიოდითკო არაა ეგრე. ახლა სულ სხვანაირად მაცვია, ერთი ორჯერ ვიღაც გოგოები მოვიდნე ჩემთან და მკითხეს პანკი ხომარ გახდიო ... (იცინის) ანუ ძაან სხვა და სხვანაირად მაცვია. ასე რომ, ჩაცმა და კარგი სამოსი მიყვარს, ძაან მომწონს როცა მოხდენილად, განსხვავებულად და კოხტად მაცვია.
ძვირიან ტანსაცმელს ატარებ? თუ მნიშვნელობა არ არქვს შენთვის ფასს, მთავარია გიხდებოდეს და შენ მოგწონდეს?
[დონი] მთავარია მე მომწონდეს რა. არ მიყვარს ისეთი რამის ჩაცმა იმის გამო რომ ძვირიანია, მარა მაინც გაცვია ბრენდის ან ფასის გამო მარა მაგარი არ გიხდება. შეიძლება გეცვას 50 ლარიანი მაისური და მაგრად გიხდებოდეს, ან Louis Vuitton_ის 800 დოლარიან მაისური და მაგარი არ გიხდებოდეს, თან იმდენად რომ იმ ტანსაცმლის შემქმნელმა რომ დაგინახოს დაგჭრის.
ახლა რაც შეეხება მუსიკას. რამდენი ხანია რაც რეპავ?
[დონი] მუსიკალურ სამყაროში საკმაოდ დიდი ხანია რაც ვარ, მიუხედავად იმისა რომ არც თუ ისე ბევრი ჩანაწერი მაქვს გაკეთებული და ჯერ ჯერობით არცერი რელიზი არ მაქვს. ეს ყველაფერიც ალბათ გარკვეული მიზეზების და პირობების არ ქონობის გამო, თორემ მუსიკის კეთება ძალიან მიყვარს. თან ძაან იდეინი ვარ და კეთების პროცესში რომ მიყუროს ადამიანმა მოკვდება სიცილით ისეთი წიკიანი ვარ. მარა რაც მაქვს კარგი თვისება, მაგ დროს ისაა რომ როცა ვაკეთებ სიმღერას, რაღაც ფორმატული გათვლები და ეგეთი რაღაცეები არ ვიცი, მაგალითად, ამას ვაკეთებ რადიოსთვის, ამას ვაკეტებ ტელევიზიისთვის და ამას ვაკეთებ ისანი-სამგორის რაიონისთვის, ეგეთი რაღაცეები არ ვიცი... ამიტომაც არის, მე ვერ მომისმენ რადიოში და დიდი ჰიტ-მეიკერიც არ ვარ. იმიტომ რომ ამას მე პირველ როგში ვაკეთებ ჩემი სიამოვნებისთვის და არა პოპულარობისთვის რაც ნაკლებად მაინტერესებს და რაც პრინციპში არც მაკლია. ასე რომ ვაკეთებ პირველ როგში იმას რაც მე მინდა რომ გავაკეთო და რაც მომწონს. ათი კაციდან სამიც რომ მომისმენს და მოეწონება, ეგეც საკმარისია ჩემთვის. ასევე ავღნიშნავ იმასაც რომ, ახლა ვაპირებ რომ გავაკეთო Hip-Hop და Rock N Roll _ის სტილში რაიმე, რისი იდეებიც მაქვს უკვე.
რამდენად კრიტიკული ხარ?
[დონი] აუ საშინლად კრიტი კული ვარ, სულ რაღაც არ მომწონს. ასევე თვით კრიტიკაც გამაჩნია დიდი რაც პრინციპში კარგია ვფიქრობ.
ქართველ რეპერებთან როგორი ურთიერთობა გაქვს? ვინმესთან თუ გაქვს ცუდი ურთიერთობა?
[დონი] არანაირად არ მაქვს ცუდი ურთიერთობა არავისთან, პირიქით კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგთან ძმაკაცური, ზოგთან ახლობლური და ზოგთანაც მეგობრული. ზოგს საერთო არც ვიცნობ...
თუ გყავს ქართველი გამორჩეული რეპერი, რომლის სიმღერებსაც უსმენდი ან უსმენ?
[დონი] დავიწყებ იმით რომ ჩვენ ბევრი ძალიან მაგარი კაცი გვყვავს რეპში, ნიჭიერები და თავისი საქმის ხუთიანზე გამკეთებლები. მარა ამ შემთხვევაში უფრო გამოვარჩევდი კაბუს რომელიც ძაან მიყვარს, ჯერ იმიტომ რომ როგორც ვიცი ერთ დღეს ვართ დაბადებულები, ულამაზეს დღეს 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღეს . ასევე არიან კიდევ სხვა ბევრი ქართველი რეპერები რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ, და რომლებსაც განსაკუთრებით ბავშობაში აქტიურად ვუსმენდი. ესენი არიან ბედინა, ძებნილები, შავი პრინცი. ეს ის სასტავია რომლების ალბომებიც მომიპარია მაღაზიებიდან და ბაზრობებიდან, ფული რომ არ მქონია რომ მეყიდა. (იცინის)
უცხოელი რეპერებიდან ვის უსმენ?
[დონი] ძაან ბევრს ვუსმენ, უბრალოდ რომ დავიწყო ჩამოთვა ერთი სამი ოთხი დღე მომინდება. მარა რამოდენიმეს დავასახელებ მაინც, პირველ რიგში ჩემი უსაყვარლესი MC არის, Krs one, Erick Sermon, RedMan, Mos Def, Rza, Keith Murray და რავი კიდევ ძაან ბევრია რა….
მარა აქვე ავღნიშნავ იმიას რომ ჰიპ-ჰოპის გარდა სხვა ძაან ბევრ ჟანრს ვუსმენ მაგალითად Dubstep რომელიც ბრიტანული მუსიკაა და შეიცავს ჰიპ-ჰოპის, რეგის, და ელექტრონულ მუსიკის ელემენტებს, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ხდება ხოლმე საქართველოში მგონი არც არავინ იცის და არაა პოპულალური ეს მიმდინარეობა. მაგრამ ჩემთვის ძაან მაგარია, და საერთოდ ბრიტანულ მუსიკაზე ვგიჟდები განსაკუთრებით ჰიპ-ჰოპზე იმიტომ რომ ძალიან მაგარი საუნდი აქვთ ბრიტანელებს და ყოველთვის გამორჩეულები იყვნენ მუსიკალური ჟღერადობით, ალბათ ეს იმიტომ რომ აკეთებენ პირველ რიგში იმას რაც მათ უნდათ...
რომელიმე ქვეყანაში ისურვებდი წასვლას საცხოვრებლად? [
დონი] კი, მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ დიდი ხანი ვერსად ვერ გავძლებ იმიტომ საქართველო და განსაკუთრებით თბილისი ძაან მიყვარს. მარა წავიდოდი ბრიტანეთში განსაკუთრებით ლონდონში, რომელიც ჩემი უსაყვარლესი ადგილია.
და ბოლოს, პოლტიკაზე და პოლიტოკოსებზე რა აზრის ხარ და რას ფიქრობ?
[დონი] ეგეთ რაღაცეებზე მე საერთოდ არ ვფიქრობ და მაგარი არ მაინტერესებს. არჩევნებზეც კი არ დავდივარ, იმიტომ რომ არ მწამს ეგეთი რაღაცეების, ვიცი რომ ვინც საუკეთესო და ძლიერია ის მაინც გაიმარჯვებს. მთავარი ჩემთვის არის ის რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ხალხს არ უჭირდეს და ბოროტება არ იყოს. მარა მაგრად მევასება ბატონი შალვა ნათელაშვილი მაგარი კაცია, მაგარს ვხალისობ მის იდეებზე და პრესკომფერენციებზე, გამოსვლები რომ აქვს. საყვარელი კაცია…