გოგონებს მოსწონთ ცუდი ბიჭები, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, მათთან ურთიერთობა ზედმეტი თავისტკივილია. მაგრამ როცა არჩევანის საშუალებაა, მოწესრიგებულ, გამგებ და მზრუნველ ბიჭებზე მეტი პოპულარობით მაინც ჯიუტები, უხეშები და ჩხუბისთავები სარგებლობენ.ჰოლივუდელი "ცუდი ბიჭების" ტოპ ათეულის მე 3 ადგილი კენი ვესტმა დაიკავა,
კენი ვესტი :
ამერიკელი რეპერი კენი ვესტი უზრდელობითა და თავხედობით გამოირჩევა. მას შეუძლია დაიგვიანოს ოფიციალურ ღონისძიებაზე ერთი საათით, მოდის ჩვენებაზე თავის მეგობარ გოგონასთან ხმამაღლა დაიწყოს ლაპარაკი, სხვის წვეულებაზე დაუპატიჟებლად ავიდეს სცენაზე და იმღეროს. არც ჩხუბს და აყალმაყალს გაურბის. 2008 წელს ლოს ანჯელესის აეროპორტში კენი ვესტმა ერთ–ერთი ტელეკომპანიის კუთვნილი ვიდეოკამერა გატეხა. ციხისგან თავი დაღწევა შეძლო, მაგრამ 50 დღე საზოგადოებრივი საქმის კეთება მაინც მოუწია