ლილ უეინი ციხეშიც არ ისვენებს. მართალია ამერიკელი რეპერი 5 ნოემბერს გათავისუფლდება სამართალდამცავების ”ტყვეობიდან”, მაგრამ სულაც არ აპირებს, რომ გისოსებსმიღმა დარჩენილი დრო უმიზნოდ დაკარგოს.
მისი მერვე სტუდიური ალბომი ციხიდან გათავისუფლების დღესვე გამოვა, მანამდე კი მინიალბომი, ე.წ. EP, “I'm Not a Human Being”, დაატკბობს მისი ფანების ყურთასმენას.
უეინმა ერთწლიან პატიმრობას იარაღის უკანონო ტარება-შენახვის გამო გამოჰკრა ხელი, თუმცა, კარგი ყოფაქცევის გამო, სასჯელი 8 თვემდე შეუმცირდა.
ასე რომ, უეინი და მისი ალბომი ერთდროულად იხილავენ დღის შუქს.