Associated Press-ის ინფორმაციით, ცნობილი სენტ-ლუისელი რეპერი Nelly თავს ახალ ამპლუაში გამოცდის - არტისტი რადიოში საკუთარ გადაცემას გაუძღვება.
გადაცემის დირექტორის მაიკლ ჯონსონის განცხადებით, რეპერი დღის ეთერში - 3-დან 7 საათამდე იმუშავებს. იგი არამარტო მუსიკას გაუშვებს, არამედ სტუდიაში სტუმრებსაც შეხვდება.
მუსიკოსთან ერთთვიანი კონტრაქტი გაფორმდება, რის შემდეგაც გადაწყდება მისი ვადების ხანგრძლივობა.
შემოდგომის ბოლოს კი, რეპერი სრულიად სხვა საქმით იქნება დაკავებული - 16 ნოემბერს მისი მეექვსე სტუდიური ალბომის „Nelly 5.0“ (სამუშაო სახელწოდება) რელიზია დაგეგმილი.
ფირფიტა „Nelly 5.0“ digital download-ის ფორმატში გამოვა.