ამერიკელი რეპერი უაიკლიფ ჯინი ჰაიტის პრეზიდენტობას აპირებს. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მუსიკოსი ტელეარხ Larry King Live-ის ღამის შოუში განაცხადებს.
The Daily Telegraph-ის ცნობით, ჰაიტის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს რეპერის ბიძა, აშშ-ში ჰაიტის ელჩი რაიმონდ ჯოზეფიც იყრის. არჩევნები 2010 წლის 28 ნოემბრისთვისაა დანიშნული.
უაიკლიფ ჯინი ჰაიტიზე დაიბადა და ბავშვობაც იქ გაატარა. მოგვიანებით ოჯახი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. 2005 წელს, როცა ჯინის კარიერა უკვე შედგა, მომღერალმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Yele Haiti დააფუძნა, რომელიც ქარიშხალ "ჟანასგან" დაზარალებულებს ეხმარებოდა.
როცა 2010 წელს ჰაიტიზე დიდი მიწისძვრა მოხდა და მას 300 ათასი ადამიანი შეეწირა, Yele Haiti-მ კვლავ გაშალა საქველმოქმედო კამპანია. თავად უაიკლიფი კი საქველმოქმედო სინგლის "We Are The World" ჩაწერაშიც მონაწილეობდა.