ბოლო დროს შემოღებულ მოდას არც ალიშა ქისი ჩამორჩა და საიდუმლო ვითარებაში ოფიციალურად შეუღლდა პროდიუსერ და რეპერ სუისს ბითზე.
ალიშა სულ მალე პირველი ბავშვის დედიკო გახდება. ალბათ, ამანაც განაპირობა წყვილის ნაჩქარევი ჯვრისწერა.
ცერემონია ხმელთაშუა ზღვის ერთერთ კურორტზე შედგა. მოწვეულ სტუმართა რიცხვში მხოლოდ ახლობელები და ნათესავები მოხვდენენ.ასე რომ, 31 ივლისიდან ალიშა უკვე ოფიციალური მეუღლის როლშია. ეს 29 წლის შემსრულებლისთვის პირველი ქორწინებაა, მისი მეუღლისათვის კი ტრადიცია - მან უკვე მოასწრო პირველ მეუღლეს გაშორებოდა. მისგან 3 წლის ვაჟიც ჰყავს. გარდა ამისა, ქალ-ვაჟი არაოფიციალური ურთიერთობებიდან.