დიდი ხანია რაც ქართული "შოუბიზნესი" მკვდარია, ხალხი კონცერტებზე აღარ დადის, ქართველი მომღერლებიც ხანგრძლივ პაუზას აკეთებენ, და რეპიც არ არის გამონაკლისი თურმე ქართველი რეპერებიც დროს ელოდებიან და ნამუშევრები არ "ბაზრდება" იმ მიზეზით რიმ დრო მოვა და ხალხი იხილავს ქართულ ჯანსაღ რეპს, (რავი ამბობენ 2012 წელს აღარ ვიქნებითო და ნეტა თუ მოვა ეგ დრო :D ) მაგრამ თბილისის ღამის კლუბები არ უჩივის ხალხის ნაკლებობას და კლუბური ცხოვრება ჩვეულებრივი რითმით მიიწევს წინ, არც ისე დიდი ხანია რაც "კლუბ bamba rooms"-ში რეპერი ძვალი ახალი სახელით "DJ BONE" -ით გვევლინება და ჩატარებული "ევენთებიც" ხალხმრავალია, რატომ გადაერთო ძვალი რეპერობიდან დიჯეინგზე ალბათ რთული მისახვედრი არ არის, ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ "DJ BONE"-ს,
მასალის კოპირება საიტის შეთანხმების გარეშე აკრძალულია!