8 მარტს კლუბ „ბამბა რუმში“ რეპერ ძვალის ახალი სიმღერების პრეზენტაცია და დახურული კონცერტი შედგა, რომელზეც მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევებით იქნა შესაძლებელი. რეპერი ძვალი, ქართველ რეპერებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ნიჭით, განსაკუთრებული ხმის ტემბრითა და საინტერესო ტექსტით. ძვალი თითქოს მოღვაწეობის ახალ საფეხურზე გადავიდა. მას შემდეგ, რაც რეპსამყაროში ბერა ივანიშვილი გამოჩნდა, ამ მიმართულების მუსიკა თითქოს უფრო პოპულარული გახდა. ბერას მოწვევით, თბილისს „იქს ზიბითი“, „ქულიო“, ჯა რული და სხვები ეწვივნენ. მომავალ სავარაუდო სიაშია სნუპ დოგი, რაც აბსულუტურად არ არის შორეული პერსპექტივა იმ ვარსკვლავების ფონზე, რომლებიც თბილისს სტუმრობდნენ. იმედია, მომავალში თბილისს პაფ დედიც ეწვევა.