ამერიკელი რეპერი ეიკონი, შრი-ლანკაში კონცერტს ვერ გამართავს. მას ვიზასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები.
ეიკონის კონცერტი შრი-ლანკაზე აპრილში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მას ვიზა არ ჩაურტყეს და შესაბამისად კონძულზე შესვლის უფლება არ აქვს. შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის ანუშა პელპიტის განცხადებით: ისინი ბუდისტების გაღიზიანებას მოერიდნენ.''ეიკონის ერთ-ერთ კლიპში თამამად ცაცმული გოგონა ბუდის ქანდაკების გვერდით ცეკვავს, რამაც ბუდისტური სამყარო გააღიზიანა და სწორედ ამიტომ ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რეპერის კონცერტი შრი-ლანკაზე არ ჩატარდეს''.