50 Cent-მა გადაწყვიტა გულახდილობის საღამო მოეწყო და საკუთარი ფარული ვნებები ჟურნალისტებისთვის გაეზიარებინა.
”სიამოვნებით მოვიყვანდი ცოლად ლედი გაგას, ბიონსეს და რიანას. მეყოლებოდა სამი ცოლი და ბევრი ბავშვი. შემდეგ კი დიდი ოჯახით დავტკბებოდი,” - განაცხადა მეოცნებე რეპერმა ინტერვიუში.
ორმოცდაათცენტიანმა ვარსკვლავმა ბიონსესა და გაგას ახალი ვიდეოც მოიწონა. „Telephone“, მისი აზრით, ნამდვილად ”Hot” კლიპია.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მიიღო სამმა ქალბატონნმა 50 Сent-ის კომპლიმენტები და რა აზრისანი არიან მის ცოლობაზე. მით უმეტეს, რომ რეპერი სულაც არ აპირებს ერთის ქმრობას დასჯერდეს, მას სამივეს გულის მოგება აქვს გეგმაში.