პოლიციამ შავკანიანი მუსიკოსი კოკაინის მოხმარების ფაქტზე აიყვანა. რეპერის წარმომადგენლობასა და სასამართლოს შორის უკვე შედგა მოლაპარაკება და DMX 7 თვეს რეაბილიტაციის პროგრამის გათვალისწინებით მოიხდის სასჯელს. DMX ერთხელ უკვე არის ნასამართლევი ნარკოტიკების გამო. საკუთარი კარიერის მანძილზე რეპერს 6 ალბომი აქვს ჩაწერილი, აქედან 5 ა.შ.შ-ს ბილბორდების პირველ პოზიციაზე მოხვდა.