ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა P. Diddy, ახალი სტუდიური ალბომის რელიზის თარიღად ივნისი დაასახელა. ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ახალი ფირფიტა „Last Train To Paris“, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა ლილ უეინმა და Drake მიიღეს, გაყიდვაში 22 ივნისს გამოვა.
„ყველა დუეტი არატრადიციული მეთოდით არის ჩაწერილი. ვცდილობდით, თითოეული მათგანი უნიკალური გამოსულიყო. და ყველაზე მთავარი - ისინი ყველა არაკომერციულია, არ არის სინგლები და ჰიტები“ - აღნიშნა რეპერმა.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსის უკანასკნელი ალბომი „Press Play“ 2006 წელს გამოვიდა.