სამშაბათი, 03.12.2024, 19:54
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2010 » ივლისი » 05
ინტერვიუ მასტერთან
oboba333

პირველ რიგში მოგესალმები! და რას ფიქრობ ჩვენს საიტზე?

მასტერი: სიმართლე გითხრა ფიზიკურად ვერ ვახერხებ თქვენს საიტზე ხშირად შემოსვლას, მაგრამ ვიცი რომ ქართული რეპის განვითარებაში დიდ წვლილს დებთ, და რაღა თქმა უნდა მივესალმები თქვენს საიტს დიდი "რისპეკტ"-ით

რატომ გქვია მასტერი?

მასტერი: დიდი ისტორიაა, პირველად სანამ დავიწყებდი რეპს,ძმაკაცს ვუკეთებდი ინსტრუმენტალებს, და ის მეუბნებოდა კლავიშის მასტერი ხარ მაგრად გამოგდისო. კიდევ ის რომ "მასტერ და მარგარიტა" ბულგაკოვის ეს ნაწარმოები მაგრად მიყვარს და იმ მასტერში ჩემს თავს ვხედავ, კიდევ არის ძალიან ბევრი რამ რატომაც დავირქვი ეს, ყველას ვერ ჩამოვთვლი უნდა მიცნობდე ზუსტად რომ მიხვდე რატომ დავირქვი მასტერი.

და ქუჩასთან თუ გქონია შეხება? და რა დამოკიდებულება გაქვს შავ სამყაროსთან?

მასტერი: ქუჩასთან მქონია შეხება მეც ჩვეულებრივად უბანში გავიზარდე, ფეხბურთს ვთამაშობდი დღისით და საღამოს ლუდს ვსვავდი და ჯოკერს ვთამაშობდი (იცინის) და რაც შეეხება შავ სამყაროს რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს ყველას თავისი ცხოვრება აქვს ყველა თავის გადადგმულ ნაბიჯზე აგებს პასუხს, ეს არის და ეს!

რას ნიშნავს შენთვის რეპი? ეს შენთვის უბრალოდ პროტესტის გამოხატვის საშუალებაა?

მასტერი: არა მარტო.. რატომ პროტესტის გამოხატვის საშუალება? რეპი არის ყველა სიტუაციის გამოხატვის გზა, ანუ ცუდათ ხარ შეგიძლია დაწერო ამაზე, კარგად ხარ, ბედნიერი ხარ შეგიძლია დაწერო ამაზე , პროტესტის გამოხატვა შეიძლება რა თქმა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარი: 33-თარიღი:ორშაბათი,05.07.2010 | ნანახია: 1567|
ტიმატის ავტოპარკს კიდევ ერთი სპეცმოდელი შეემატა
oboba333

26 წლის რუსი ვარსკვლავი, ტიმატი, არაფერს იკლებს. ულამაზესი ქალები და მანქანები მისი დიდი გატაცებაა.
მის ავტოპარკას სულ ცოტა ხნის წინ ახალი ეგზემპლარი შეემატა - ”Audi R8 V10”. ესაა 300 ათას ევროდ შეფასებული მანქანა, რომელიც სპეციალურიად რუსი Black Star-ისათვის შეიქმნა ფრანკფურტში,”აუდის” ცენტრში.

მისი მონაცემები და შესაძლებლობები სპროტული ბოლიდისას უტოლდება. მანქანის გამოსაცდელად რუსი ვარსკვლავიც სპეციალურად დაიბარეს ”აუდის” ქარხანაში, სადაც ავტოს გამოტანისათვის აუცილებელი დოკუმენტები გაფორმდა, შემდეგ კი სპეცრეისით გაიგზავნა მოსკოვში.

მდიდარი მამიკოს ბიჭი, ტიმატი, ტკბება სიმდიდრით და აცხადებს, რომ სულაც არ ჰგონია, რომ მის გარშემო მყოფი ქალები ფინანსებზე არიან გადარეულები, რადგან მათ რეპერის პიროვნება უფრო აინტერესებთ.
პრინციპში, ჩვენთვის ამ ქალების მოსაზრება უცნობია საკითხთან დაკავშირებით და უფლებას ვიტოვებთ, ტიმატის რწმენაში ეჭვი შევიტანოთ.

კომენტარი: 3-თარიღი:ორშაბათი,05.07.2010 | ნანახია: 1050|

კალენდარი

«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები