Rihanna და Lil Kim ახალ ერთობლივ ნამუშევარს ამზადებენ
oboba333
შემოქმედებით აქტივობას დაბრუნებულმა Lil Kim-მა არაერთხელ გამოთქვა ერთობლივ თრექებზე მუშაობისთვის მზადყოფნა თანამედროვე სცენის ისეთ თვალსაჩინო წარმომადგენლებთან როგორებიც არიან: Omarion, Ludacris და Chris Brown.
ახლა მათ რიგებს რიანა დაემატა: „დიდი ხანია რიანას თაყვანისმცემელი ვარ. გარდა ამისა ის ჩემი კარგი მეგობარია. ამჟამად ჩვენი თანამშრომლობის ბოლო დეტალებს ვარჩევთ, თუმცა ჯერ არ მსურს ყველა საიდუმლოს გამჟღავნება. ეს სურპრიზი იქნება ჩვენი თაყვანისმცემლებისთვის. ვიმედოვნებ, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩვენ გვსურს“ - აღნიშნავს მუსიკოსი ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში.
რაც შეეხება თავად რიანას, ამჟამად ის დევიდ გუეტასთან ერთად ტანდემში ახალ პროექტზე - სტუდიური ფირფიტის „One Love“ ხელახალ რელიზზე მუშაობს.