რეპერი სნუპ დოგი სპეციალურად ქალბატონებისთვის ალბომს წერს. სპეციალურად ამისთვის, იგი მზად არის „სტილიც კი შეიცვალოს“.
რეპერმა აღიარა, რომ აქამდე ყველა მისი ნამუშევარი მამაკაცებზე იყო გათვლილი. თუმცა, ცოტა ხნის წინ მიხვდა, რომ კაცობრიობის ნახევარის - თაყვანისმცემელი გოგონების გახარებაც აუცილებელი იყო...
„ჩემი თაყვანისმცემელი გოგონები იმსახურებენ სპეციალურად მათთვის შექმნილ ალბომს“ - ირწმუნება სნუპ დოგი.