Gigwise-ის ინფორმაციით, ჯგუფი „Gorillaz“ iPhone და iPad-თვის საკუთარ თამაშს უშვებს.
თამაშის ორივე ვერსიის საფასურია 1,99 დოლარი. რვა დონისგან შემდგარი თამაშის, მთავარი გმირია კოლექტივის ბას-გიტარისტი მერდოკი. თამაშის დიზაინზე მხატვარმა ჯეიმი ჰიულეტმა - ჯგუფის ანიმაციური გმირების შემქმნელმა იმუშავა.
„Escape to Plastic Beach“ კოლექტივის მესამე სტუდიური ალბომის სარეკლამო აქციის სახით გამოვა. ფირფიტა „Plastic Beach“ გაყიდვაში 2010 წლის მარტში გამოვიდა. მის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ლუ რიდი, სნუპ დოგი, მარკ ე, მოს დეფი და სხვა ცნობილი შემსრულებლები.