ემინემის გამოჩენამ მუსიკალურ სამყაროში ნამდვილი ფურორი მოახდინა. არავინ ელოდა, რომ თეთრკანიანი რეპერი შეძლებდა შავკანიანი რეპერების დაჯაბნას ისე, როგორც ეს ემინემმა მოახერხა. ემინემის სიმღერები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ, მთელს მსოფლიოში. ყველას მოსწონდა ემინემის სკანდალური ტექსტები და რიტმული მუსიკა. რეპერმა სულ მცირე დროში დიდ წარმატებას მიაღწია და მილიონერი გახდა.
ემინემმა პირველი ალბომი 1999 წელს გამოუშვა. მაშინ რეპერის სახელი ჯერ კიდევ არავინ იცოდა, თუმცა ალბომის გამოშვების შემდეგ ძალიან მალე მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. ემინემი ხშირად დასცინოდა თავის სიმღერებში პოპულარულ ადამიანებს, იგივე ბრიტნი სპირსს, ან კრისტინა აგილერას, რითაც საკუთარ თავს უფრო საინტერესოს და პოპულარულს ხდიდა. ემინემი ხშირად წერდა დუეტებს სხვადასხვა რეპერებთან, რათა თავისი შემოქმედება უფრო მრავალფეროვანი გაეხადა. ასეთი რამ ყოველთვის ამართლებდა, რადგან ხალხს ძალიან უყვარს ორი მომღერლის ერთობლივი ნამუშევრის მოსმენა.
ემინემმა 2010 წელს ახალი ალბომი გამოუშვა, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული გახდა. გთავაზობთ ინტერვიუს ემინემთან.
– საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ მაყურებელს ახალი ალბომი შესთავაზეთ. რისი თქმა გინდათ ამ ალბომით?
– ამ ალბომით ბევრის რამის თქმა მინდა. პირველ რიგში, მე შემოქმედებითი ადამიანი ვარ და არ შემიძლია დიდხანს უსაქმოდ გაჩერება. ამიტომ ჩემთვის აუცილებელი იყო მუშაობა და ალბომის გამოშვება. თან ამ ალბომში ბევრი ახალი კომპოზიც
...
კითხვის გაგრძელება »