ამერიკელი რეპერის ემინემის მეშვიდე სტუდიურმა ნამუშევარმა „Recovery“, ჯგუფ „Oasis“–ის სინგლების ნაკრები ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში მეორე ადგილზე ჩამოსწია.
„Oasis“-ის სინგლების ნაკრებს „Time Flies... Singles 1994-2009“ მესამე პოზიციაზე „Black Eyed Peas“-ის გასული წლის ყველაზე წარმატებულმა ალბომი „The E.N.D.“ მოსდევს.
ემინემისთვის ბრიტანულ ჩარტებში ეს მეექვსე გამარჯვებაა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ახალი ფირფიტა Billboard-ის ჰიტ-აღლუმსაც დაიპყრობს.
ახალი ნამუშევარიდან ორი სინგლი ნისლიანი ალბიონის სინგლების ჩარტებში მოხვდა - „Not Afraid“ - მეხუთე ადგილას, ხოლო რიანასთან დუეტი „I Love The Way You Lie“ მეშვიდე პოზიციაზე გავიდა. ჩარტების ლიდერობა ქეით პერიმმოიპოვაა კომპოზიციით „California Gurls“.