Undercover-ის ინფორმაციით, რეპერი კენი ვესტი კომპანიის Facebook კაფეში გამოვიდა. ვესტმა სამი კომპოზიცია - „Mama's Boyfriend“, „Chain Heavy“ და „Lost in the World“ შეასრულა, რომლებიც შემსრულებლის ახალ ალბომში შევა.
ყველა კომპოზიცია Facebook-ის თანამშრომლება ჩაიწერეს და ახლა მათი მოსმენა YouTube-ზეა შესაძლებელი.
ყველა სიმღერა აკომპანირების გარეშე შესრულდა, ხოლო სცენის მოვალეობას ჩვეულებრივი მაგიდა ასრულებდა.
ფირფიტა სახელწოდებით „Good Ass Job“, 2010 წლის სექტემბერში გამოვა გაყიდვაში. შეგახსენებთ, რომ ეს კენის მეხუთე სტუდიური ნამუშევარია.
რეპერის უკანასკნელი ალბომი „808s & Heartbreak“ 2008 წლის ნოემბერში გამოვიდა.