21 წლის მომხიბვლელი ვარსკვლავის, რიანას ყოფილ ბოიფრენდს კრის ბრაუნს უცხოურმა რადიოსადგურებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. რადიოეთერის საშუალებით კრის ბრაუნის არც ერთი სიმღერა აღარ ტრიალებს, რამაც მომღერალი მამაკაცი დეპრესიაში ჩააგდო. რადიოსადგურების მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება რიანას და კრის ბრაუნის შორის მომხდარი ინციდენტის გამო მიიღეს. როგორც იცით რიანა კრის ბრაუნმა სასტიკად სცემა, რის გამოც ის ’’გრემის’’ დაჯილდოვების ცერემონიალზეც კი ვერ მივიდა, რადგან სახე სულ დალურჯებული ჰქონდა. კრის ბრაუნი დახმარებას საკუთარ ფანებს სთხოვს და მოუწოდებს, რომ რადიოტალღებზე მისი სიმღერების დატრიალება მოითხოვონ. ’’მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ძველი დიდება დავიბრუნო და ლიდერი გავხდე’’-განაცხადა კრის ბრაუნმა.