26 წლის რუსი ვარსკვლავი, ტიმატი, არაფერს იკლებს. ულამაზესი ქალები და მანქანები მისი დიდი გატაცებაა.
მის ავტოპარკას სულ ცოტა ხნის წინ ახალი ეგზემპლარი შეემატა - ”Audi R8 V10”. ესაა 300 ათას ევროდ შეფასებული მანქანა, რომელიც სპეციალურიად რუსი Black Star-ისათვის შეიქმნა ფრანკფურტში,”აუდის” ცენტრში.
მისი მონაცემები და შესაძლებლობები სპროტული ბოლიდისას უტოლდება. მანქანის გამოსაცდელად რუსი ვარსკვლავიც სპეციალურად დაიბარეს ”აუდის” ქარხანაში, სადაც ავტოს გამოტანისათვის აუცილებელი დოკუმენტები გაფორმდა, შემდეგ კი სპეცრეისით გაიგზავნა მოსკოვში.
მდიდარი მამიკოს ბიჭი, ტიმატი, ტკბება სიმდიდრით და აცხადებს, რომ სულაც არ ჰგონია, რომ მის გარშემო მყოფი ქალები ფინანსებზე არიან გადარეულები, რადგან მათ რეპერის პიროვნება უფრო აინტერესებთ.
პრინციპში, ჩვენთვის ამ ქალების მოსაზრება უცნობია საკითხთან დაკავშირებით და უფლებას ვიტოვებთ, ტიმატის რწმენაში ეჭვი შევიტანოთ.