ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავების ერთობლივი კომპოზიცია Dr. Dre-ის ახალი ალბომის პირველი სინგლი იქნება. ცნობილი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი და პროდიუსერი ახალ ალბომზე კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას.
ფირფიტა „Detox“ Dr. Dre-ის დისკოგრაფიაში რიგით მესამეა და მისი რელიზი 2011 წლისთვის იგეგმება.
რეპერების ერთობლივი ნაშრომის სახელწოდებაა „Under Pressure“. შეგახსენებთ, რომ Dr. Dre და Jay-Z-ის უკვე აქვთ ერთობლივი მუშაობის გამოცდილება. სწორედ Dr. Dre გახლდათ Jay-Z-ის ალბომის „Kingdom Come“ პროდიუსერი.