- არ მეგულება ადამიანი, იმ ადამიანებს არ თანაუგრძნობდეს, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველზე თავიანთ ტკივილს გამოხატავენ. თითოეულ მათგანს აქვს თავისი პრობლემა, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ პრობლემის გაზვიადება და ასეთი მასშტაბების მიცემა არასწორია. მას, ვინც იქ თავისი კრიმინალი ოჯახის წევრის გამო დგას, სულ არ ანაღვლებს, როგორი სიტუაცია იქნება ქვეყანაში, მისთვის მთავარია, მისი ოჯახის წევრი იყოს თავისუფალი.
- რატომ გგონია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია კრიმინალებს გაათავისუფლებს?
- მე არ მგონია, ეს მათ ჰგონიათ... ქვეყანას რომ უჭირს, ამაზე არავის ვედავები, ყველას გვაქვს რაღაც პრობლემა, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ პრობლემის ასე გადაწყვეტა არასოდეს აღარ მოხდება. იქ არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურმა ფონმა გამოიყვანა ქუჩაში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამაში ფულს და "წამალს" იღებენ. ამ აქციებს რამდენიმე ისეთი სახე მართავს, ეს ბუნებრივიცაა, არ უნდა გაგვიკვირდეს.
- მართავს?
- ყოველ შემთხვევაში, ლიდერობისკენ ისწრაფვის. თუ შეამჩნიეთ, უკვე კონკურენციაა ლიდერებს შორის. იქ ჩემი მეგობრებიც დგანან. ზოგი, საბედნიეროდ, მიხვდა, ამოიცნო ვითარება და გამოერიდა, მოტყუებულად რომ არ იგრძნოს თავი. პირად ზიზღს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს ყველაფერი პირადი ზიზღის კვალდაკვალ ვითარდება. თუ იქ დგას ასი ათასი ადამიანი, სოციალური პრობლემით შეიძლება მხოლოდ ხუთი ან ათი ათასი კაცი იყოს მისული. ოცი ათასი კაცი ხელფასიანია ალბათ
...
კითხვის გაგრძელება »