სამშაბათი, 04.02.2025, 06:50
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2010 » აპრილი » 29
კაბუ
oboba333

მის გვერდით ვერ მოიწყენთ, თუ, რა თქმა უნდა, თავადვე არ არის მოწყენილი. ამბობს, რომ "პრიატნი" ადამიანია და გული სწყდება, როდესაც ხალხს ისევ წამალზე დამოკიდებული ჰგონია... ხანგრძლივი ძილის შემდეგ, როდესაც გაიღვიძა, ძალიან განსხვავებული და არასასიამოვნო სიტუაცია დახვდა, რამაც დაბოღმა... მიაჩნია რომ მღვრიე წყალმა ჩაითრია, მაგრამ მორევს თავი მაინც დააღწია. დღეს კი ცხოვრებას ისე აპირებს, როგორც საქართველოს თანამედროვე მოქალაქეს შეეფერება. კაბუ ახალ ალბომს წერს და სულ მალე, ახალ ამპლუაშიც მოგვევლინება. მასთან ინტერვიუზეც სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ ამით არ შემოვფარგლულვართ.

- დიდი ხანია, არ მინახავხარ, როგორ ხარ?
- კარგად ვარ, ჯანმრთელად, ბედნიერად (იღიმის)... ვმუშაობ: მარჯანიშვილის თეატრში 2 სპექტაკლში ვთამაშობ - "ხანუმასა" და "ფაუსტში". ჭოლა ალბათ მალე დაიწყებს ახალ სპექტაკლზე მუშაობას და დიდი იმედი მაქვს, რომ იქაც დავკავდები. კიდევ ერთი სიახლე მაქვს - მალე ალბათ ტელევიზიაშიც დავიწყებ მუშაობას...

- ო-ო, ეს რაღაც ახალია! გადაცემის წაყვანა მოგიწევს?
- საერთოდ, ტელევიზია ჩემი საქმე არ არის, არასოდეს ვყოფილვარ "ტელევიზიონშიკი" მაგრამ... რატომაც არა?! ძალიან საინტერესო იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე ტელევიზიის მესვეურთათვისაც (იღიმის). ტელეკამერასთან ჩემი ურთიერთობა ზოგს მოსწონს, ზოგსაც - არა. ვნახოთ, დიდი შანსია იმისა, რომ მაყურებელს ტელეეკრანიდან მივესალმო, მაგრამ რატომღაც მგონია, ჩემი ადგილი მაინც კინოსა და თეატრშია, როლები მინდა, კინო - ჩემ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარი: 1-თარიღი:ხუთშაბათი,29.04.2010 | ნანახია: 1318|
USHER
oboba333

ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი აშერი 1978 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. მუსიკასთან შეხება მას ადრეული ასაკიდან ჰქონდა. 12 წლისა კი, ბაპტისტური ეკლესიის გუნდში მღეროდა, რომელსაც მისი დედა ხელმძღვანელობდა.

პირველი კონტრაქტი ლეიბლთან „La Face“, პროდიუსერმა L.A. Reid’a გაუფორმა. მისი სადებიუტო ალბომი „Usher“ (1994) პოპ-ჩარტებში მხოლოდ 167 პოზიციაზე მოხვდა... ამის შემდეგ, ლეიბლი დემონსტრირებას უკეთებდა მომღერალს ვიდეოებში...

შემსრულებლის მეორე ალბომი „My Way“ 1997 წელს გამოდის. ახალი სინგლის „You Make Me Wanna“ რადიოეთერში პრეზენტაციის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ ამერიკულ რიტმ-ენ- ბლუზს ახალი ვარსკვლავი გაუჩნდა.

სტუდიურ სესიებს შორის პაუზა გადაღებებით ივსებოდა. 2004 წელს გამოვიდა ახალი სინგლი „Yeah“, რომელიც აშერის, ლილ ჯონის და Ludacris-ის ერთობლივი ნამუშევარი იყო. ენერგიული და მიმზიდველი ნომერი ძალიან მალე გახდა კლუბური ჰიტი და რადიოეთერების ფავოროტი.

Billboard-ის პოპ-ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა ლონგ-პლეიმ „Confessions“. ფირფიტა 4 მლნ. ტირაჟით გაიყიდა და დღემდე 2004 წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად ითვლება.

პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.usherworld.com

კომენტარი: 0-თარიღი:ხუთშაბათი,29.04.2010 | ნანახია: 785|

კალენდარი

«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები