მოგესალმები ლექსო, პირველ რიგში გილოცავ გაბედნიერებას, და პირველი კითხვა ესეთი იქნება რა აზრის ხარ ჩვენს საიტზე?
ლექს-სენი: გამარჯობა, მადლობ! კარგი საიტია, დამწყები რეპერებისთვის სტიმულია და ვფიქრობ რომ მომავალში საქმეს წაადგება, მთავარია სწორი მიმართულება გქონდეთ, წარმატებებს გისურვებთ!
და რა არის ლექს-სენისთვის რეპი? და რატომ დაიწყე რეპერობა?
ლექს-სენი: ჩემი პროფესიაა, ჩემი ცხოვრებაა, და რა თქმა უნდა ყველაზე მაგარი მუსიკალური მიმდინარეობაა, მე რეპერად დავიბადე, რეპერობას ვინც იწყებს ის წარმატებას ვერ აღწევს!
შენი აზრით როგორი მდგომარეობაა დღეს ქართულ რეპში? იყო დრო როცა მსმენელი არსებობდა და იყო დრო როცა სპორტი სასახლე სავსე იყო შენს კონცერტზე, რამდენად შესაძლებელია დღეს იგივე მოხდეს?
ლექს-სენი: ზოგადად ქართულ შოუბიზნესშია დღეს ცუდი მდგომარეობა, და შესაბამისად რეპშიც, მაგრამ იმედია გამოსწორდება, და დარბაზებიც გაივსება, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დრო შეიცვალა მთელს მსოფლიოში
როგორი ურთიერთობა გაქვს ქართველ რეპერებთან?
ლექს-სენი: ვისაც ვიცნობ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს
ბევრი რეპერი არ აღიარებდა ლექს-სენს რეპერად, და გადაცემა "სიმართლის დრო"-ში რეპერმა ბედინამ აგრესიულად მოგიხსენია, თუ გაქვს რეაქცია ესეთ რამეებზე?
ლექს-სენი: (იცინის)არა, მე სხვა წონაში ვარ, მესმის მათი, ეგეთებს რომ დავუთმო დრო მერე საქმისთვის დრო აღარ დამრჩება
აბსოლუტურად გეთანხმები :)ბევრი ამბობს რომ ლექს-სენი მთავრობის დაკვე
...
კითხვის გაგრძელება »