"მიყვარს ცრემლიანი აგვისტო, მზე ჩავიდა, წვიმა დაიწყო..." - ეს ფრაზა კაბუს ახალი სიმღერიდანაა. 19 აგვისტოს, ფერიცვალება დღეს, კახა აბუაშვილი 35 წლის გახდა. საკუთარ დაბადების დღესა და ფერიცვალებას ახალი სიმღერა - "ცრემლიანი აგვისტო" მიუძღვნა. ინტერვიუს დაწყებამდე რეპერმა და მსახიობმა სიმღერა მომასმენინა. სევდიანი და გულგატეხილი მეჩვენა კაბუ, მელანქოლია შემოგპარვია-მეთქი, რომ ვუთხარი, გაბრაზდა, არ არის ეს სიმღერა სევდიანი, ეს აღსარებაა, დრო დადგა, საქვეყნოდ მოვუხადო ბოდიში ჩემს მშობლებსო. კახასთან საუბარი სწორედ ახალი სიმღერით დავიწყეთ.
- ჩემი დაბადების დღის წინა დღე იყო, ჩემს პატარა მეგობართან - კოტიკო ცირეკიძესთან ერთად ვიყავი. კოტიკო რეპს კითხულობს, რეპავს, უყვარს ეს ჟანრი, წყნეთში თავისი პატარა სტუდია აქვს. მითხრა, მოდი ერთი სიმღერა ჩავწეროთო. იქ გაჩნდა იდეა, რომ საკუთარი თავისთვის მიმეძღვნა სიმღერა, ფერიცვალება მიმელოცა ყველასთვის. ახალ წელზე ხომ წერენ სიმღერებს, რატომ არ შეიძლება ფერიცვალებაზეც ვიმღეროთ?! ერთ ღამეში გავაკეთეთ ყველაფერი, ტექსტი, მუსიკა, ჩაწერა. სიმღერას "ცრემლიანი აგვისტო" ჰქვია.
- რატომაა აგვისტო ცრემლიანი?
- იმიტომ, როს სულ ტირის. ამოვა მზე, მერე ჩავა და მალევე წვიმა იწყება. რაღაცნაირი თვეა აგვისტო, აგვისტოში მიდიან დასასვენებლად, აგვისტოს მერე იწყება ცხოვრებაში ახალი ეტაპები, აგვისტოს მერე იღებენ მოსავალს. ერთი სიტყვით, სწორედ ამ თვის მერე ხდება ყველაფერი კარგი და ამიტომაც ტირის აგვისტო. ეს ჩემი
...
კითხვის გაგრძელება »