ოთხშაბათი, 25.06.2025, 02:17
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » D12
16:39
D12

პროექტი „D12“ 1990 წელს, მიჩიგანის შტატში, დეტროიდში დიშონ ჰილტონმა (რომელიც ატარებს სახელს „Proof“) შექმნა. მოგვიანებით მას ხუთი მუსიკოსი შეუერთდა: Bizzare (რუფუს ჯონსონი), ემინემი (მარშალ ბრუს მეტერს მესამე), Eiy Kyu, Fuzz და Killa Hawk. ჯგუფი სექსტეტად ჩამოყალიბდა და მასში მონაწილე თითოეული მუსიკოსი ფსევდონიმით მოღვაწეობდა.

მალე ჯგუფი ცდილობს სადებიუტო ალბომი ჩაწეროს, მაგრამ სტუდია, რომელშიც მუსიკოსები მასალას ამუშავებდნენ, მოულოდნელად იხურება, რასაც კოლექტივში სერიოზული ცვლილება მოჰყვა: Eminem და Bizzare კოლექტივს ტოვებენ და მათ Kon Artis (დინონ პორტერი), Kuniva (ვონ კარსლაილი) და Bugz (კარნეილ პოლპიტსი) ანაცვლებენ.

მალე, Bugz-ს ერთ-ერთ წვეულებაზე ესვრიან... უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე კი, კოლექტივს Swift (ანდრე მური) უერთდება და საბოლოოდ ყალიბდება ჯგუფის სახე. თითოეული წევრი ჯგუფში დაკვრასთან ერთად, საკუთარი პროექტებითაც არის დაკავებული.

2000 წელს, ჯგუფი კონტრაქტს ლეიბლთან „Interscope Records“ აფორმებს და სადებიუტო ალბომზე „Devil's Night“ იწყებს მუშაობას, რომელის პროდიუსერიც ლეგენდარული Dr. Dre ხდება. ფირფიტის რელიზი 2001 წლის ივნისში შედგა.

ამ პერიოდში „D12“ ერთობლივ კომპოზიციას „911“ წერს „Gorillaz“-თან ერთად. 2002 წელს კოლექტივი ეხმარება ემინემს ალბომის „The Eminem Show“ ჩაწერაში და ფილმისთვის „8-Mile“, რომელშიც მთავარ როლს ემინემი ასრულებს, საუნთრექს წერს.

2003 წელს ჯგუფი მუშაობას ემინემის სტუდიაში „Shady Records“ აგრძელებს. მუშაობის შედეგი კი ალბომი „D12 World“ ხდება, რომელიც 2004 წელს Dr. Dre-ს ხელმძღვანელობით ჩაიწერა.

პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.d12online.com

ნანახია: 970 | დაამატა: oboba333 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
28.04.2010
Сообщение #1 ilo (ilia5050)

magari sastavi


0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  აპრილი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები