|
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » ემინემმა მეშვიდე სტუდიური ალბომი დააანონსა
02:47 ემინემმა მეშვიდე სტუდიური ალბომი დააანონსა |
ამერიკელმა რეპერმა ემინემმა მეშვიდე სტუდიური ალბომის რელიზის შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც შემსრულებელი საკუთარ ვებ-გვერდზე იუწყება, ფირფიტა „Recovery“ ლეიბლში „Aftermath/Interscope“ 22 ივნისს გამოვა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს: DJ Khalil, Just Blaze, Jim Jonsin და Boi-1da. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ალბომი რეპერის ბოლო ფირფიტის „Relapse“ ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო და ახალი ნამუშევრისთვის მას სახელწოდებაც კი შერჩეული ჰქონდა - „Relapse 2“. თუმცა, ახალი სტუდიური ალბომი მისი წინამორბედისგან აბსოლიტურად განსხვავებული გამოვიდა. ფირფიტა „Relapse“, რომელსაც სალიდერო პოზიციები ეკავა ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ჰიტ-აღლუმებში, 2009 წელს რეპ-ალბომებს შორის ყველაზე გაყიდვად ალბომად იქნა აღიარებული. ფირფიტამ აგრეთვე მოიპოვა „გრემის“ ჯილდო; საერთო ჯამში, კი ემინემი 11 ოქროს გრამაფონის მფლობელია. გასულ წელს ჟურნალმა „Billboard“, რეპერი ათწლეულის მთავარ არტისტად აღიარა.
|
ნანახია: 876 |
დაამატა: ADMIN
| რეიტინგი: 0.0/0 |
|