ოთხშაბათი, 25.06.2025, 05:31
მოგესალმები GUEST | RSS

www.RapClub.my1.ru

საიტის მენიუ

მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » ინტერვიუ ლექს-სენთან
03:16
ინტერვიუ ლექს-სენთან

- არ მეგულება ადამიანი, იმ ადამიანებს არ თანაუგრძნობდეს, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველზე თავიანთ ტკივილს გამოხატავენ. თითოეულ მათგანს აქვს თავისი პრობლემა, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ პრობლემის გაზვიადება და ასეთი მასშტაბების მიცემა არასწორია. მას, ვინც იქ თავისი კრიმინალი ოჯახის წევრის გამო დგას, სულ არ ანაღვლებს, როგორი სიტუაცია იქნება ქვეყანაში, მისთვის მთავარია, მისი ოჯახის წევრი იყოს თავისუფალი.

- რატომ გგონია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია კრიმინალებს გაათავისუფლებს?
- მე არ მგონია, ეს მათ ჰგონიათ... ქვეყანას რომ უჭირს, ამაზე არავის ვედავები, ყველას გვაქვს რაღაც პრობლემა, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ პრობლემის ასე გადაწყვეტა არასოდეს აღარ მოხდება. იქ არიან ადამიანები, რომლებიც სოციალურმა ფონმა გამოიყვანა ქუჩაში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამაში ფულს და "წამალს" იღებენ. ამ აქციებს რამდენიმე ისეთი სახე მართავს, ეს ბუნებრივიცაა, არ უნდა გაგვიკვირდეს.

- მართავს?
- ყოველ შემთხვევაში, ლიდერობისკენ ისწრაფვის. თუ შეამჩნიეთ, უკვე კონკურენციაა ლიდერებს შორის. იქ ჩემი მეგობრებიც დგანან. ზოგი, საბედნიეროდ, მიხვდა, ამოიცნო ვითარება და გამოერიდა, მოტყუებულად რომ არ იგრძნოს თავი. პირად ზიზღს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს ყველაფერი პირადი ზიზღის კვალდაკვალ ვითარდება. თუ იქ დგას ასი ათასი ადამიანი, სოციალური პრობლემით შეიძლება მხოლოდ ხუთი ან ათი ათასი კაცი იყოს მისული. ოცი ათასი კაცი ხელფასიანია ალბათ, რომლებიც პარტიულ სიებში ჰყავთ ჩასმული, ოცი ათასი - სამსახურებიდან გათავისუფლებული, ოცი ათასი კი ისეთი, ვისაც დღემდე ჰგონია, რომ ვიღაც კეთილი ძია მოვა და აჭმევს. მუშაობა არ უნდათ ტიპებს.

- ვის ხედავენ ამ კეთილ ძიებში?
- ალბათ რუსეთს. საქართველო ხომ პარადოქსების ქვეყანაა. გულახდილად გეტყვით, ჩემი ძმა ექვსი წელი ევროპაში სწავლობდა. ჩამოვიდა და დღემდე უმუშევარია. გაჭირვებით ვცხოვრობთ, მაგრამ არც ერთს არ მოგვსვლია აზრად გარეთ ვიღაცის დასამხობად გასვლა. ათას ინსტანციას მიმართა სამსახურის დასაწყებად, გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა, მაგრამ ვერ გავიდა. არ არის გამორიცხული, ის ადგილი უკვე გაყიდული იყო და გამოცდები ფორმალურად ჩატარდა, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ. ეს საქართველოა. ვერავინ დამაჯერებს, რომ სხვა პრეზიდენტი მოვა და მის მმართველობაში ყველაფერი სუფთად და კეთილსინდისიერად გაკეთდება.

- ლიდერებს შორის დაპირისპირება ახსენე, ვის გულისხმობდი?
- არ დავაკონკრეტებ, ყველა მიხვდება, ვისზეც ვლაპარაკობ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ზოგს ამის დაჯერება არ უნდა. თითქოს ლიბრი აქვთ თვალებზე გადაკრული და ერთი მოთხოვნა ამოძრავებთ მხოლოდ, მიშა წავიდეს... და რა იქნება მერე? დამღუპველია, როცა ადამიანი ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს.

- ხვალ რომ პრეზიდენტმა თავის მომხრეებს დაუძახოს, ჩადგები მათ რიგებში?
- მე არასდროს არავის დასაცავად არ გავსულვარ. მე მაქვს ჩემი ხედვა, ჩემი აზროვნება, ღირებულებების მიხედვით ვაფასებ ადამიანებს. გული მწყდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იარლიყები მიაკრეს ადამიანებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს და ბარე ბევრი შემედაროს და შემეჯიბროს, გინდა სცენაზე მდგომი და გინდა დაბლა მდგომი, ქვეყნის სიყვარულში და იმ საქმეში, რაც მე ჩემი ქვეყნისთვის გამიკეთებია.

- დღეს ხშირად ავლებენ პარალელს ვარდების რევოლუციასთან...
- ეს შეცდომაა. მაშინ ხალხის 90% იყო გამოსული ქუჩაში, ერთსულოვნება იგრძნობოდა. დღეს თუ 50/50-ზეა გაყოფილი საზოგადოება, რევოლუცია არ მოხდება. ამის ნათელი მაგალითია ცნება დემოკრატია და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები. ბარაკ ჰუსეინ ობამამ, ამ... არც ვიცი, რა ვუწოდო, რამდენიმე პროცენტით მოუგო მაკკეინს. ახლა მაკკეინის მხარდამჭერი 45% რომ გამოვიდეს და ობამა გვეზიზღებაო, გამოსვლები დაიწყოს, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!

- ამერიკულ და ქართულ არჩევნებს ნუ შევადარებთ ერთმანეთს...
- რატომ?

- შენ გჯერა, რომ საქართველოში რომელიმე არჩევნები ობიექტურად ჩატარებულა?
- რატომაც არა! მოდი მარტივად ვთქვათ, ვინ მოიგო თბილისში საპრეზიდენტო არჩევნები? - ლევან გაჩეჩილაძემ. მიშას რომ ამბიციისთვის ნდომოდა ხელისუფლება, თბილისს მოიგებდა და გორს ლევანს მოაგებინებდა. ამას წინათ ვუსმენდი მიშას და მართალი თქვა, ყოველთვის იქნება არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ჯგუფიო. ჩვენი პრობლემა მენტალიტეტია. თუ საქართველოში არჩევნები მუდმივად ყალბდება, იმის ალბათობაც უნდა დავუშვათ, რომ ამერიკაშიც ყალბდება. ე.ი. არჩევნების გაყალბება დემოკრატიის თანმდევი ელემენტია (!!!). გაყალბების შიშით აღარ უნდა ჩავატაროთ არჩევნები?! ეს იგივეა, კაცმა ცოლი სამსახურში არ გაუშვას, ვაითუ მიღალატოსო!

- აქციებს მინდა დავუბრუნდეთ, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება, რომ არავის დააჩაგვრინებს ჟურნალისტებს. ეს თავისთავად კარგი ფაქტია, მაგრამ რას იტყვი იმაზე, რომ ოპოზიციურად განწყობილი აქციის მონაწილეების ცემის არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა?
- არა, ამას არ ვეთანხმები, პირველი მე ვიტყვი, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხალხი ვერ ხვდება, რომ პოლიტიკა "გაპაპსავდა", რეალურ შოუდ იქცა, ცალკეული ადამიანები ამით ფულს შოულობენ, ხალხი მხოლოდ საშუალებაა ამ მიზნისთვის. სერიოზულად არ აღიქმება უკვე ასეთი ფაქტები. არავინ აღარ აღიქვამს სამართაfლდამცველებს სამართალდამცველებად და კანონდამრღვევებს კანონდამრღვევებად. ხომ გახსოვთ ის ფილმი, "ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ".

- "ბედკრული საქართველოს შვილებმა" მიშა, მიშას ძახილით სცემეს უცნობს...
- ყველამ ნახა, რომ იქ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. უცნობის ცემა რომ ნდომოდა ვინმეს, საკანში შევიდოდა და იქ სცემდა. მარტივად რომ ვთქვათ, კარს იქით და კარს აქეთ მდგომნი ერთმანეთს ეკაიფებოდნენ. სამმართველოს მოასფალტებულ ეზოში ქვას ვინ ნახავდა, რასაც ესენი ესროდნენ, იმავეს უბრუნებდნენ ისინიც. პოლიციელებმაც ადამიანური მომენტი გამოიჩინეს, მათ დედას აგინებდნენ და საქართველო იყვირეო, ეუბნებოდნენ, ისინი კი მათ გასაღიზიანებლად "მიშა, მიშას" ყვიროდნენ. ეს სანახაობა იყო, ნამდვილი ცირკი.

- ამ, როგორც შენ ამბობ, კაიფში და ცირკში სისხლი დაიღვარა...
- სისხლი დაიღვარა, ბუნებრივია, ეგეთი სისხლები დაღვრილა საქართველოში?! ნუ გამაგიჟეთ!..

- ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა...
- ტრაგედიაა... და იმის გამო მოხდა, რომ ვიღაცას პოლიციის შენობაში შევარდნა მოუნდა. ვის დასახსნელად მიდიხარ, ხომ უნდა გესმოდეს, რომ აღარ არის გიორგი სააკაძის ეპოქა. შეგნებული პროვოკაცია იყო. გული მეტკინა, როგორ გაიმეტა ერთმანეთი ამ ხალხმა, უფრო მეტად ოპოზიციის მხარემ...

- რას გულისხმობ?
- ლევანმა როგორ გაიმეტა თავისი ძმა, მიდი, მიდი, გადადიო, ეუბნებოდა. მე ასე ვერ გავიმეტებდი ჩემს ძმას. ვის ხახაში აგდებ საკუთარ ძმას!

- როგორ გგონია, ლევანმა იცოდა წინასწარ, რომ გიას სცემდნენ?
- ასეთი კადრები არ არსებობს. ნაცემი რომ ყოფილიყო უცნობი, ასე უცბად ვერ გაწერდნენ საავადმყოფოდან. იმ ღამესვე დაბრუნდა საკანში, რომ ბევრი ეს-ემ-ეს-ი შესულიყო "მაესტროს" ეთერში და ფული ეშოვათ.

- მუხროვანის ბუნტზე რას იტყვი?
- ჩვენი ერის სირცხვილია, ყველაფერს რომ სპექტაკლს ეძახიან. მე უკვე მეშინია, რომ ამ ერს სიკეთე არ უწერია და არც არის ღირსი. თუკი ამ ადამიანებს დღემდე არ სჯერათ, რომ ვიღაც იქ ბუნტს აწყობდა, ვიღაც რუსებთან წავიდა გარიგებაზე, მაშინ რატომ სჯერათ, რომ აფხაზეთი და ოსეთი დავკარგეთ, რატომ სჯერათ, რომ აგვისტოში ომი იყო, რომ რუსები შემოვიდნენ? იმ შემთხვევაში დაიჯერებდნენ, თუ რუსთაველზე გამოვიდოდა ტანკი და გაისროდა?! ენას ძვალი არ აქვსო და ყველაფრის თქმა არ შეიძლება... რეალური საშიშროება რომ იყო და ამ ყველაფრის უკან რუსეთი რომ იდგა, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი? როგორ გგონიათ, მართლა "ნატოს" წვრთნების გამო მოახდინა იქ ჯარების მობილიზაცია? რუსეთს როცა მოუნდება, მაშინ მოუგებს "ნატოს" ომს. "ნატო" არ აღელვებდა მას. მას აღელვებდა სწორედ ის გადატრიალება, რაც საქართველოში მზადდებოდა. ნელ-ნელა შემოვიდოდნენ და მერე ალბათ დაიჯერებდა ხალხიც. ახლა ვფიქრობ, ალბათ დროა, მართლა შემოვიდეს რუსი საქართველოში.

- რას ლაპარაკობ?
- ხომ უნდა დაიჯეროს ხალხმა, რა ხდება. ვერ იჯერებენ, რომ საფრთხე რეალურია. აგვისტოში, ომის დროს, გამგელებული ცივ იარაღს რომ ვაკეთებდი და იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამეცვა თავი, დაცლილი იყო თბილისი. რომ მოვიხედე, სამი-ოთხი კაცი ვიდექით ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე. უკანმოუხედავად გარბოდნენ ისინიც, რომლებიც დღეს რუსთაველზე ტრიბუნაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ.

- მათ შორის იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც...
- გეთანხმები, ხელისუფლებიდან ბევრი პირველი გაიქცა. ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ. კარგი მთავრობები არ არსებობენ და არც იარსებებენ. არ არსებობს საყვარელი პრეზიდენტი, ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. თქვენ რა გგონიათ, ბარაკ ობამა მოსწონთ ამერიკაში? უკვე ეცემა მისი რეიტინგი.

- პრეზიდენტი აღლუმის მიღებას აპირებს 26 მაისს. ბევრი ამბობს, რომ წაგებული ჯარის აღლუმი ქვეყნისთვის დამამცირებელია...
- მეც ვფიქრობ ამაზე, რამდენად სწორია, მაგრამ მაინც მგონია, რომ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ. მოჭიდავე ტატამზე ბრძოლას რომ აგებს, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ვარჯიში არ უნდა გააგრძელოს. პირიქით, ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს. "სანამ სისხლი გვიდუღს ძარღვში", უნდა ვცადოთ, სხვა რა გზაა?!

- ამ დღეს გრანდიოზული აქციისთვის ემზადება ოპოზიციაც...
- ეს შეცდომაა. მოვლენები იქით მიდის, რომ ქვეყანა გაფარჩაკებულ სახეს მიიღებს. ამით ჩვენი მტერი ხარობს და არა მარტო რუსეთი. ყველა ხედავს, რომ განვითარების დონით სომხეთიც გვისწრებს, აზერბაიჯანიც და უხარიათ.

- გამოსავალს დიალოგში თუ ხედავ? ოპოზიციის შეხვედრამ პრეზიდენტთან მოგცა რამეს იმედი?
- პრეზიდენტის შეთავაზებებმა გამაოცა, ამაზე მეტი რაღა უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ ოპოზიციას?!

- მაინც რომელმა პუნქტმა გაგაოცა?
- ყველამ, თუნდაც საარჩევნო კანონის ცვლილებამ, საკონსტიტუციო კომისიის შექმნამ და მის თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნამ. ხუთი პუნქტი იყო, ყველა არ მახსოვს, მაგრამ ყველა მისაღები იყო ჩემთვის. ოპოზიციას თუ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ასე უნდა მოვიდეს, მაგრამ მათ ურჩევნიათ, საკუთარ ხალხს გზა ჩაუკეტონ. ამათ როგორ აირჩევს ხალხი... თან ყველამ კარგად იცის, რომ მათ ერთიანი დამოკიდებულება არ აქვთ საპარლამენტო არჩევნებისადმი და როცა არჩევნები მოვა, დიდი აურზაური ატყდება. სიებში ადგილი აღარ იქნება. ამიტომ რამდენიმე მათგანი ცდილობს, ის ფული, რომელიც დღეს იხარჯება, წყალში გადაყრილი არ გამოვიდეს და ბოლომდე ეჭიდებიან ხავსს.

- საიდან იხარჯება ეს ფული?
- მათი ანგარიშებიდან და მათი ჯიბეებიდან. მათთვის მილიონები არაფერია. მე, როგორც შემოქმედს, ეს ყველაფერი ძალიან მიშლის ხელს. სამწუხაროდ, არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ერთ ყურში შეუშვებს და მეორიდან გაუშვებს არსებულ პრობლემებს. მაწუხებს ჩემი ქვეყნის ბედი. მქონდა მოლაპარაკებები, შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ არ მივდივარ. ვერ მივდივარ, იმიტომ, რომ ვერ ვიქნები დასვენებული. მე წავიდე და ქვეყანაში ქაოსი იყოს?! არ გამოვა. წავიდე, ქვეყანა ვის დავუტოვო?!

- აქტუალური სიმღერის ჩაწერაზე არ გიფიქრია?
- მიფიქრია, მაგრამ სიტუაცია იმდენად დაძაბულია, ახლა პოლიტიკაა შოუ. ამის ფონზე ეფექტს ვერ მოახდენ.

- ისე კომპეტენტურად ლაპარაკობ პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკოსობაზეც ხომ არ გაქვს ნაფიქრი?
- ამათი შემხედვარე, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ვგულისხმობ, მიფიქრია, სად არის სამართალი, ეს უნდა აკეთებდეს ამ საქმეს-მეთქი?! გაიხსენეთ, სწორედ თქვენს ჟურნალთან ინტერვიუში ვწერდი შენიშვნებს თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის მიმართ. იმდენი ვიძახე შემაღლებული ბეტონის ბარიერები უნდა გაკეთდეს-მეთქი, ხომ ნახეთ, ჩადგეს. ვიღაცამ წაიკითხა ეს ინტერვიუ, მიხვდა, რომ მართალია და გააკეთა. მე რომ ამ სფეროში ვიყო, უფრო უკეთ გავაკეთებდი საქმეს, მაგრამ მე მინდა, პროფესიონალი ვიყო და საქმე ბოლომდე მივიყვანო. მე თუ საქმეს გავაკეთებ, სუფთად უნდა გავაკეთო. პოლიტიკა ბინძურია, არ არის ჩემი საქმე. ვაგრძელებ სიმღერას, სადაც თავისუფალი ვარ და რჩევას მივცემ ყველას, დამანებონ თავი, არავისიანი არ ვარ!

ნანახია: 1551 | დაამატა: oboba333 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 281 2 3 »
21.04.2010
Сообщение #28 lora tabidze (lora)

Lexseni ara YLE! gaitanet akotda saitiiii


20.04.2010
Сообщение #27 ani da die ani da die (4-life)

vnaxot dzma momavali gvachvenebs wink


20.04.2010
Сообщение #26 GULIDE (gulide)

patara da didi arafers suasia simartlis garcheva unda icode dzma..farchaki saakashvils yvela jobia namdvil opoziciidan...dro mova da sitoria saakshvils rogorc mogalated seracxavs..yvela cocxlebi viknebit da vnaxavt


20.04.2010
Сообщение #25 ani da die ani da die (4-life)

ilo (ilia5050)
ARA DZMA PATARA AR VAR 19 WLIS VAR ARC IS VICI CHEMS MSJELOBAS PATARA BAVSHVIS MSJELOBAS RATO MIAMSGASE MARA ERTS GETYVI KACI ROMELIC TAVISI TANASAMSHOBLOELI GMIREBIS MKVLELEBS DIPLOMATIUR SAUBARS DA KUDIS QICINS DAUWYEBS IS KACI SAKARTVELOS VERASODES VER GAMOADGEBA..ABA GAME MSHVIDOBISA DZMA..KAVKASIA KIDE IMENA LOXEBIS DAARSEBULI DA GUBAZ SANIKIDZIS ARXIA.. biggrin biggrin biggrin biggrin biggrin


20.04.2010
Сообщение #24 gio (oboba333)

KAVKASIAS CVETSHI AR VUYUREB TU RAME MAINTERESEBS KURIERI DA MISI JANI biggrin biggrin MOKLED ME AR MAINTERESEBS UKVE TU MOVA EG TKVENI NOGAIDELI SHORIDAN GIKUREBT, biggrin NU ISE NU GAIGEBT RO MKIDIA FEXEBZE CHEMI QVEYANA MARA XALXS AR UNDA KARGAD YOFNA DA RA VQNA biggrin


20.04.2010
Сообщение #23 ilo (ilia5050)

ani da die ani da die (4-life)
gasagebia brat, shen xar patara rogorc gatyob da rogorc msjelob, obob shenic mesmis saqartveloshi ar xar da ar gesmis aqet ra xdeba, internetshi Kavkasia charte xolme tu martla dainteresebuli xar saqartveloshi mimdinare movlenebit wink me movrchi tqventan bazars, mezareba da medzineba wink


20.04.2010
Сообщение #22 ani da die ani da die (4-life)

TU POLITIKA GAINTERESEBT GEYUREBINAT DGES DZIDZIGURMA RA IBAZRA MAGIS GAMZRDELS SH.....I..BISHKEKS MOVANATREBT SAAKASHVILSO..AN KIDE MISHAS NEKROLOGS WAGAKITXEBT SUL MALEO..AM MISHAS DAVBRIDAVTO..TKVENI AZRIT ASETI LEQSIKIT DA FORMIT ROMELIME DEMOKRATI DA XALXIS MOYVARE POLITIKOSI BAZROBS?KACI RO XALXS SAMOKALAKO GADATRIALEBISKEN UBIDZGEBS DA ERTMANETIS DATAKEBAS AKEZEBS IS IVARGEBS SATAVESHI..GMERTMA QNAS MISHAZE ASI TAVIT UKETESI GAICHITOS MOMAVALSHI..MARA TU MAINC TAVISI GAITANES AM AXVREBMA DA MISHAS MAGIVRAD TITON AVIDNEN SATAVESHI MASHIN XALXI VERSAD VER GAIKCEVA DA MOUWEVS KAK MINIMUM 15 WELI ES NABOZREBI AITANOS..DA MERE ERTI KACIC RO GAMOVIDES RUSTAVELZE AQCIIS CHASATAREBLAD DA MTAVROBIS GADASAGDEBAD MARTLA ABOIMA UNDA DAACALOS SPECNAZMA..MAGARI CUDI NACIA GAVXDIT ERTMANETIS CHAMI DA LANDZGVA GINEBIS METI ARAFERI AR VICIT..


20.04.2010
Сообщение #21 ani da die ani da die (4-life)

ilo (ilia5050)
KAI RA DZMAO OPOZICIAM CIFREBIT TAVIS GAMOCHENIS DA SIROBIS YVIRILIS METI ARAFERI AR ICIS..JARS EVALEBA IS RASAC PREZIDENTI UBRDZANEBS..CHEMI DA SHENI NATESAVI RO AR MOUKLIAT SAZGVARZE IMITO VIDZAXIT RO AR IYO OMI SACHIRO TORE ABA IMAT KITXE VISI SHVILI AN QMARI AN MAMA MOKLES NABOZARMA OSEBMA..AR SHEIDZLEBA DASKVNA MARTO ERTI MXRIDAN GAMOVITANOT..

F A K T I S A X E Z E A A A A..O M I S D R O S A R C E R T I G A C H E C H I L A D Z E A R G A M O C H E N I L A DA XALXS AR DADGOMIA GVERDZSHI..XALXI KIDE BBOAAAAA..DIIIIDI BRBO..OMI TU AR UNDODAT DA MOMXREEBI TU AR IYVNEN AR UNDA DADGOMODNEN GVERDSHI MISHAS MARA ARAAA..ASE AR MOIKCNEN MASHIN MISHAS DIDI MXARDACHERA KONDA EVOPIDAN DA YVELA GVERDSHI DAUDGA..COTA RO SHEARBILA TONI EVROPAM RUSETIS MIMART AM GNIDEBMAC IXELTES DRO DA XALXI MISHAS AUMXEDRES..ARAVAR ARC ERTIS FANI DA MXARDAMCHERI IMITO RO POLITIKA NAGVIS GROVAA..DA AR GIRS MAGASHI CHAFLOBA..MARA ERTI IASNIA MISHA AM SIREBS ASI TAVIT JOBIA..


20.04.2010
Сообщение #20 gio (oboba333)

bijo kvelaferi kargi ver ikneba ragac minusebi obamasac aq bushsac qonda magram lexos tqmis ar ikos makeinis momxreebi ro adges iq da egetebi chaataros warmoidginet ra moxdeba?


20.04.2010
Сообщение #19 ani da die ani da die (4-life)

MAMACHEMI IM DRROS MOKLES ROCA ARC DZGLI DA ARC MOSAMARTLE AR EMSAXUREBODA SIMARTLES..EXLA KIDE DZAGLI TAVIS SAKMES AKETEBS MAYUTEBS ISINI AGAR GUNAVEN VINC MASHIN CHVENNAIRI PRASTOI XALXIT MDIDRDEBODA DA UPRO METI SHANSI GVAK RAME MIVAGWIOT..TUNDAC SWAVLIT TUNDAC SIMGERIT TUNDAC TASHFANDURIT..TU ASE AR FIKROBS VINME SISTYVA SITYVIT AXSNAS RATO ARAA MASE?


1-10 11-20 21-28
0" width="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
Email:
კოდი *:

კალენდარი

«  აპრილი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

გამოკითხვა

შეაფასე საიტი:
სულ პასუხი: 2966

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საიტის მეგობრები