ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი აშერი 1978 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა. მუსიკასთან შეხება მას ადრეული ასაკიდან ჰქონდა. 12 წლისა კი, ბაპტისტური ეკლესიის გუნდში მღეროდა, რომელსაც მისი დედა ხელმძღვანელობდა.
პირველი კონტრაქტი ლეიბლთან „La Face“, პროდიუსერმა L.A. Reid’a გაუფორმა. მისი სადებიუტო ალბომი „Usher“ (1994) პოპ-ჩარტებში მხოლოდ 167 პოზიციაზე მოხვდა... ამის შემდეგ, ლეიბლი დემონსტრირებას უკეთებდა მომღერალს ვიდეოებში...
შემსრულებლის მეორე ალბომი „My Way“ 1997 წელს გამოდის. ახალი სინგლის „You Make Me Wanna“ რადიოეთერში პრეზენტაციის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ ამერიკულ რიტმ-ენ- ბლუზს ახალი ვარსკვლავი გაუჩნდა.
სტუდიურ სესიებს შორის პაუზა გადაღებებით ივსებოდა. 2004 წელს გამოვიდა ახალი სინგლი „Yeah“, რომელიც აშერის, ლილ ჯონის და Ludacris-ის ერთობლივი ნამუშევარი იყო. ენერგიული და მიმზიდველი ნომერი ძალიან მალე გახდა კლუბური ჰიტი და რადიოეთერების ფავოროტი.
Billboard-ის პოპ-ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა ლონგ-პლეიმ „Confessions“. ფირფიტა 4 მლნ. ტირაჟით გაიყიდა და დღემდე 2004 წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად ითვლება.
პერსონალური ვებ–გვერდი: http://www.usherworld.com