რეჟისორმა ანტუან ფაკუამ განაცხადა, რომ ის ამერიკელი რეპერის 2PAC-ის შესახებ ფილმს გადაიღებს.
ვარაუდობენ, რომ გადაღებები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. რეჟისორის განცხადებით, რეპერის როლზე ის უცნობ მსახიობს დაამტკიცებს. ’’მე ვეცდები ამ ფილმით არაერთი ტალანტი აღმოვაჩინო და 2PAC სულ სხვა კუთხით დავანახო მაყურებელს’’-განაცხადა ფაკუამ. იგი პირველი რეპშემსრულებელი იყო, რომელიც გინესის რეკორდებში მოხვდა. მისი ალბომები 75 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. რეპერი 1996 წელს მოკლეს, ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია.