პლანეტის მთავარმა თეთრმა რეპერმა ალბომის „Recovery“ პრომო-კამპანიისთვის კომიკს მიმართა, რომელიც ცნობილია სხვადასხვა სარეკლამო რგოლებით.
რამდენიმე წამიან ვიდეოში 46 წლის ოფერ შლომი - ცნობილი ფსევდონიმით „ShamWow!“ - ნამდვილი დანიშნულების გარდა, გვასწავლის ემინემის ფირფიტის სხვა შესაძლებლობებსაც.
ოფერის სამსახურით სხვადასხვა კომპანიები და სატელევიზიო გადაცემები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ოფერი მეძავთან სკანდალში გაეხვა.
შეგახსნებთ, რომ ემინემის ახალი ფირფიტის რელიზი, რომელშიც შედის ერთობლივი თრექები რიანასთან, ლილ უეინთან და პინკთან 21 ივნისს არის დაგეგმილი.