JAY-Z და Tinchy Stryder ახალგაზრდა არტისტებს ხელს შეუწყობენ
oboba333
ერთობლივი ნაწარმი „Takeover Roc Nation“ ახალგაზრდა არტისტებს და გამოწრთობილ მუსიკოსებს დაეხმარება.
Gigwise-ის ინფორმაციით, ცნობილი რეპერები Jay-Z და Tinchy Stryder ერთობლივ ბიზნესს აწარმოებენ. კომპანია „Takeover Roc Nation“ ახალგაზრდა მუსიკოსების მენეჯმენტით იქნებიან დაკავებულები.
ახალი კომპანიის „Takeover Roc Nation“ ფუნქციებში არამხოლოდ ახალგარდა ტალანტების მენეჯმენტი, არამედ ცნობილი მუსიკოსების საქმეების მართვაც შედის - კონცერტების ორგანიზება, რელიზების მხარდაჭერა და სხვა.
Tinchy Stryder -მა განაცხადა, რომ იდეა მთელი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და ბოლოს და ბოლოს, ყველა საჭირო კონტრაქტი გაფორმდა.
Jay-Z მუსიკაშიც და ბიზნესშიც ძალას მაძლევს. ასე, რომ მასთან ერთობლივი საქმის დაწყებით, ოცნება ავიხდენე“ - წერს ინგლისელი რეპერი თავის ბლოგში.