ბოლო დროს, ისევე, როგორც რეპერების უმეტესობას, არც „ძვალს“ გაუნებივრებია თავისი მსმენელი და მაყურებელი ახალი სიმღერებით. მისი შემოქმედებითი პაუზა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, თუმცა დღეს ახალ პროექტზე მუშაობს. მან ჯერ ბერა ივანიშვილთან ერთად დაიწყო საქმის კეთება, თუმცა, მოგვიანებით გეგმები შეიცვალა და დღეს „თიელთან“ ერთად უმზადებს მსმენელს პროექტს. რა და როგორ იქნება, ამას უკვე ერთად ვნახავთ.
– საკმაოდ დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ მსმენელის წინაშე. რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
– ვუკრავ „ბამბაში,“ საღამოებს ვაკეთებთ და სტუდიაში ვამზადებთ სიმღერებს. მე და „თიელმა“ ორი სიმღერა ჩავწერეთ, მაგრამ ჩასაწერი კიდევ ბევრი გვაქვს. ვმუშაობთ და კლუბისთვის შოუებს ვამზადებთ, რაც საინტერესო გამოდის.
– ეს იმას ნიშნავს, რომ რეპერი „ძვალი“ კლუბურ მუსიკაზე გადავიდა?
– სტილი არ შემიცვლია, მაგრამ, ვცდილობ, რაღაც მომენტებში სიახლე შევიტანო.
– იღებს მსმენელი იმ სიახლეს, რომელსაც შენ მათ სთავაზობ?
– სიმართლე გითხრათ, ხუთი წელია, მსმენელთან არ მქონია კავშირი. რომ შევთავაზებ ჩემს სიახლეს, დავაკვირდები და გეტყვით.
– ანუ შენ მათთვის ისეთ რამეს ამზადებ, რაც ხუთი წლის პაუზად ღირდა?
– ვფიქრობ, როცა რაღაცას აკეთებ, ხუთწლიანი პაუზა არც ერთ საქმეში სიკეთის მომტანი არ არის. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ჩამოვრჩი, რადგან, სულ რაღაცას ვაკეთებ, ვისმენ სიახლეებს და ასე შემდეგ.
– ვიცი, რომ დაოჯახდი. მატება ხომ არ გაქვთ?
– ივლისში
...
კითხვის გაგრძელება »