KANYE WEST, LUDACRIS და T.I. „BET AWARDS 2010“-ზე გამოვლენ. ეს გამოსვლა კენი ვესტისტვის პირველი იქნება „MTV VMA 2009“-ზე სკანდალური გამოსვლის შემდეგ.
პრესტიჟული პრემიის „BET“ ორგანიზატორებმა „BET Awards 2010“-ის დაჯილდოების ცერემონიალის დეტალები გაახმაურეს.
ჯილდოს პრეტენდენტების დაჯილდოებებს შორის, რომელთა შორისაც არიან Jay-Z, ბიონსე, ჯასტინ ბიბერი და ალიშა კეისი, მაყურებელს R’n’B და ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები გაართობენ.
გამომსვლელებს შორის არიან ლუდაკრისი, რიკ როსი, დრეიკი, T.I., ნიკი მინაი, ტრეი სონგზი და დიდი პროექტით „Dirty Money“.
საინტერესოა, რომ „BET Awards 2010“-ზე იმღერებს კენი ვესტი. „MTV Video Music Awards 2009“-ზე მისი სკანდალური გამოსვლის შემდეგ, ეს მისი პირველი გამოსვლა იქნება.
შეგახსენებთ, რომ რეპერმა ქანთრი-მომღერალს ტეილორ სვიფტს, რომლემაც MTV-ის ჯილდო მიიღო საუკეთესო ვიდეოსთვის, სიტყვა შეაწყვეტინა.
თუ რას შესრულებს კენი ვესტი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამჟამად ის მეხუთე სტუდიურ ალბომზე მუშაობს.
„BET Awards“-ის საიუბილეო დაჯილდოება, რომელსაც წელს მსახიობი და მომღერალი კვინ ლატიფა წარუძღვება, ლოს-ანჯელესში 27 ივნისს გაიმართება.