კანადელმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა დრეიკმა ლილ უაინთან ციხეში განხორცილებული ვიზიტის შემდეგ, დაადასტურა ხმები მათი საერთო ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით.
23 წლის რეპერმა განაცხადა, რომ მომავლისთვის უამრავი შემოქმედებითი გეგმა აქვს დასახული, თუმცა ლილ უაინთან ერთობლივ ალბომზე მუშაობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დრეიკის პირველ ალბომში, რომლის რელიზიც 15 ივნისს არის დაგეგმილი, შედის დუეტი უეინთან ერთად - „Miss Me“. სულ მალე კი, ამ კომპოზიციაზე ვიდეოს გადაღება იგეგმება.