ემინემის ახალი ფირფიტის დიზაინი უბრალო და სადა გამოვიდა. ყველაზე ცნობილმა თეთრკანიანმა რეპერმა მეშვიდე სტუდიური ალბომის გარეკანი წარადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ დეტროიდელი მუსიკოსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფირფიტის ყდის ორი ვარიანტი გამოქვეყნდა. ერთ-ერთ მათგანზე მხოლოდ რეპერის ზურგი ჩანს. მეორე ვარიანტი კი, მეტად განსხვავებულია - შემსრულებელი შუშებიან ოთახში დივანზე, ტელევიზორის წინ წიგნს კითხულობს.
ალბომის „Recovery“ თრექ-ლისტი ცნობილი არის, ფირფიტის ამერიკული რელიზი 22 ივნისს, ბრიტანული კი - 21 ივნისს შედგება.