თუფაქის კომპოზიცია ამერიკის კონგრესის ხმისჩამწერ რეესტრში შეინახება
oboba333
ამერიკის კონგრესის ხმისჩამწერი ბიბლიოთეკის რეესტრს 25 ნაწარმოები დაემატა.
ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნული ხმისჩამწერი რეესტრში თუფაქ შაკურის, ჯგუფის „R.E.M.“, პატი სმიტის, ქანთრი შემსრულებლის ვილ ნელსონის და სხვა შემსრულებლების 25 კომპოზიცია შეიტანეს.
თუფაქ შაკურმა რეესტრი მესამე სტუდიურ ალბომში „Me Against the World“ (1995) კომპოზიციით „Dear Mama“ შეავსო; „R.E.M“– 1981 წლის სადებიუტო სინგლით „Radio Free Europe“; პატი სმიტმა - 1975 წლის ფირფიტით „Horses“; ვილ ნელსონმა - 1975 წლის ალბომით „Red Headed Stranger“.
2000 წლიდან ეროვნული რეესტრი ყოველწლიურად 50 ჩანაწერით ივსება. წელს კი, რაოდენობა შემცირდა და მხოლოდ 25 კომპოზიცია შეიტანეს.
ასეთი ხასიათის რეესტრის შექმნის მიზანია „კულტურული, ისტორიული და ესთეტიურო ღირებულებების მქონე ჩანაწერების გადარჩენა.